ტურიზმი
11/11/2022

"შერატონი": კვალიფიციური სამუშაო ძალა ქვეყნიდან მიდის - რას ვაკეთებთ მათი შენარჩუნებისთვის?

„შერატონ გრანდ მეტეხი პალასის“ მენეჯმენტი სასტუმროების დარგში სტანდარტების არარსებობაზე ჩივის.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ „შერატონ გრანდ მეტეხი პალასის“ გენერალურმა მენეჯერმა ივა ტრიფონოვმა განუცხადა, სტარდარტების შემოტანა მომხმარებელს არჩევანს გაუადვილებს და ბაზარზე სიცხადეს შემოიტანს.

„მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში არსებობდეს რაღაც სტანდარტები, განსაკუთრებით სასტუმროებისთვის. სტანდარტები იმაზე, თუ რას შეიძლება ეწოდოს სასტუმრო, რას ნიშნავს სამი ვარსკვალვი, ხუთი ვარსკვლავი, რას ნიშნავს Airbnb. ეს სტანდარტები ვირტუალურ სივრცეში არ არსებობს. თუ დღეს თქვენ დაგუგლავთ, თქვენ ნახავთ უამრავ სასტუმროს, კერძო აპარტამენტებს, მაგრამ ვერაფერს მათი სტანდარტების შესახებ. სტანდარტები მისცემს სიცხადეს მომხმარებელს სად მიდის და რას ირჩევს,” - აცხადებს ივა ტრიფონოვი.

მისივე თქმით, დარგში კიდევ ერთი პრობლემა პროფესიონალი კადრების არარსებობაა. ამიტომ, მთავრობამ მეტი ინვესტიცია უნდა ჩადოს პროფესიულ ტრენინგებში, ქვეყნისთვის მომავალი ჰოტელიერების, მომავლის ტურიზმის ექსპერტების მომზადებაში.

„ბოლო წლებში ვნახეთ, რომ კვალიფიციური სამუშაო ძალა მიდის. ისინი მიდიან დოჰაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ევროპაში. რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ისინი აქ შევინარჩუნოთ? ვფიქრობ, ეს საკითხი სექტორისთვის უმნიშვნელოვანესია. ჩვენთვის, ყველაზე დიდი გამოწვევა ამ დროისთვის არის ის, რომ ვიპოვოთ საქმეზე თავდადებული სამუშაო ძალა, რომელთაც იდეალურ შემთხვევაში რაიმე იციან ამ სფეროში, ვიდრე ჩვენ დავიწყებთ მათ დატრენინგებას ნულიდან და შემდეგ შევძლებთ მათ შენარჩუნებას გრძელვადიან პერიოდში. რადგან ეს ინდუსტრია იზრდება, განსაკუთრებით საქართველოში, სადაც უზარმაზარი პოტენციალია და მე ვფიქრობ ამ წლის ბოლოს ჩვენ 2019 წლის რეკორდულ მაჩვენებელზე ავალთ“ - აცხადებს „შერატონ გრანდ მეტეხი პალასის“ გენერალური მენეჯერი „ბიზნესპარტბიორთან“.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023