ტურიზმი
30/11/2020

“შევდივართ სახელმწიფოს მდგომარეობაში, სხვა გზა არ გვაქვს“ - სასტუმრო “თეთნულდი“

საშემოსავლო და ქონების გადასახადის გადავადება, ბანკებთან შუამავლობა სესხების გადავადებაზე - ეს იმ დაპირებების ნაწილია, რომელიც ზამთრის კურორტებზე არსებულმა სასტუმროებმა ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასგან დღეს გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.

როგორც მჭედლიძე აცხადებს, სხვადასხვა შეღავათი გავრცელდება კომუნალურ გადასახადებზეც.

„ჩვენ როგორც კომერციულ კომპანიებს ჩვენი მოთხოვნები გვაქვს, თუმცა შევდივართ სახელმწიფოს მდგომარეობაში, რადგან ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე სხვა გზა არ გვაქვს. რაც შეეხება კოვიდ სასტუმროებად გადაკეთებას, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე დღეს ამის საჭიროება არ დგას, თუმცა, თუ ამის აუცილებლობა დადგა მზად ვართ ამ მიმართულებით ვიმუშაოთ. რამდენიმე დღეში ჯანდაცვის სამინისტრო მოგვაწვდის იმ კრიტერიუმებს, თუ რისი დაკმაყოფილება მოუწევს  სასტუმროს, რომ  ობიექტმა  საჭიროების შემთხვევაში კოვიდ სასტუმროდ იმუშაოს. ერთ-ერთია მანძილი სასტუმროსა და საავადმყოფოს შორის, რათა  პაციენტის გართულების შემთხვევაში სწრაფად იყოს შესაძლებელი საავადმყოფოში მისი ტრანსპორტირება. საკარანტინე ზონების საჭიროება კი აღარ არის, რადგან ხალხი უკვე სახლებში მკურნალობს“, - აცხადებს თამარ მჭედლიძე.

კითხვაზე, საკმარისია თუ არა  სასტუმრო ბიზნესის გადარჩენისთვის ის დაპირებები, რაც დღეს სექტორმა ეკონომიკის მინისტრისგან მიიღო, მჭედლიძე აცხადებს, რომ  რა თქმა უნდა საკმარისი არ არის, თუმცა სხვა გამოსავალი არ არსებობს.

„შევდივართ მდგომარეობაში, სხვა გზა არ გვაქვს,  სტუმარს თუ არ მიიღებ და შემოსავალი არ გექნება საკმარისი არ არის რა თქმა უნდა. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, იყოს ზარალიც იყოს, შეიძლება ვიღაც გაკოტრდეს, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ეგ კი არა, ხედავთ რა რაოდენობით იხოცება ხალხი, ყველაფერს აქვს ცუდი შედეგი. 

თუ სახელმწიფო მაქსიმალურად დაგვიდგება გვერდში და იმ პრობლემებს გადაგვიჭრის, რაც “გვახრჩობს“, რის გამოც გვიწევს თუნდაც სახლის გაყიდვა და ბანკის სესხის დაფარვა, ამას თუ აგვარიდებს, შევძლებთ, რომ  სიტუაციას გავუძლოთ. თუ მოხდა ისე, რომ კოვიდ სასტუმროს დატვირთვით ვიმუშავეთ, თანამშრომლების ნაწილს შევინარჩუნებთ, თუ არადა და სხვა გზა არ გვექნება, გავუშებთ“, - აცხადებს მჭედლიძე.

4 ვარსკვლავიანი, 40 ნომრიანი სასტუმრო „თეთნულდი“  სვანეთში მდებარეობს.

შეგახსენებთ, 28 ნოემბრიდან ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების გარდა, ზამთრის კურორტებზე დამატებითი რეგულაციები ამოქმედდა. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით, ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.

ამასთან, სათხილამურო კურორტებზე სასტუმროების მუშაობა დასაშვები იქნება მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023