ტურიზმი
04/09/2020

შიდა ტურიზმის ანაბარა დარჩენილი ზღვისპირეთის სასტუმროები 64%-ით დაიტვირთა

პანდემიის ფონზე შიდა ტურიზმის ანაბარა დარჩენილ ზღვისპირეთის სასტუმროებს სტუმართა რაოდენობა შედარებით გაეზარდა.

აგვისტოში დატვირთულობამ 64%-ს მიაღწია, მნიშვნელოვანია, რომ ეს მხოლოდ ტურისტულ ჯავშნებს მოიცავს და არა საკარანტინე სასტუმროებს.

რაც შეეხება მსხვილ სასტუმროებს, თიბისი კაპიტალის მონაცემებით, აგვისტოს ფაქტობრივი დატვირთულობა რეგიონებისთვის 24%-ს შეადგენდა, ზღვისპირეთისთვის 28%-ს, კახეთისთვის 39%-ს. თბილისში მხოლოდ 4% შეადგინა

საინვესტიციო კომპანია აღნიშნავს, რომ გასულ კვირასთან შედარებით, დიდი სასტუმროების
დატვირთულობა* სექტემბერში გაზრდილია ზღვისპირეთის (+2 პპ) და სხვა რეგიონების (+1 პპ) სასტუმროებისთვის, შემცირებულია თბილისისთვის (-1 პპ), კახეთის სასტუმროებისთვის არ შეცვლილა.

უქმეებზე გასულ კვირასთან შედარებით მსხვილ სასტუმროებში დატვირთულობა გაიზარდა კახეთის და სხვა რეგიონების სასტუმროებისთვის (82% და 31%, შესაბამისად), ზღვისპირეთის სასტუმროებისთვის ცვლილება არ ყოფილა (30%).

აგვისტოში დიდ სასტუმროებში მნიშვნელოვანი ფასდაკლებები იყო მთელი ქვეყნის მასშტაბით.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023