ტურიზმი
17/07/2020

შიდა ტურიზმზე მოთხოვნა რეგიონის სასტუმროების ჯავშნებს უზრდის

ადგილობრივი ტურიზმის ხარჯზე რეგიონის და ბათუმის სასტუმროებში ივლისის მოსალოდნელი დატვირთულობა გაზრდილია.

თიბისი კაპიტალის კვლევით, ივლისის ჯავშნების მიხედვით თბილისში დატვირთულობა 4%-ია, ბათუმში 10%, კახეთში 22% და სხვა რეგიონებში 13% (ქუთაისის, ბორჯომის და ყაზბეგის ჩათვლით).

დატვირთულობა შედარებით დაბალია პატარა და საშუალო სასტუმროებისთვის.
საინვესტიციო კომპანიის კვლევაში აღნიშნულია, რომ გასულ კვირასთან შედარებით, დიდი სასტუმროების დატვირთულობა გაზრდილია ბათუმის (+1 პპ), კახეთის (+3 პპ) და სხვა რეგიონის (+2 პპ) სასტუმროებისათვის, თბილისში კი სტაბილურია.

კახეთის სასტუმროების საშუალო დღიური ფასი ივლისში დაახლოებით 45%-მდეა შემცირებული, დანარჩენ სასტუმროებში შედარებით მცირე ფასდაკლებები აღინიშნება. ფასდაკლება პატარა და საშუალო ზომის სასტუმროებში 10%-დან 60%-მდე მერყეობს და საშუალოდ 24%-ს შეადგენს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023