ტურიზმი
28/07/2023

შუხმანის შატოს საერთაშორისო კურორტის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა

კახეთში, თელავის რიონში სოფელ კისისხევში, 9 ჰექტარზე გაშენებულმა ღვინის ტურისტულმა კომპლექსმა - Schuchmann Wines Chateau, Villas & SPA, სადაც განთავსებულია სასტუმრო, ღვინის სოფელი ავთენტური შენების ვილებით, ღია და დახურული აუზები, საკონფერენციო სივრცე, ღვინის მარნები, რესტორანი და ღვინის სპა, ჰოტელსტარის გაერთიანებისგან საერთაშორისო კურორტის სტატუსი მიიღო და დაკვალიფიცირდა როგორც 4-ვარსკვლავიანი რეზორტული ტიპის კომპლექსი. 

აღნიშნული სტატუსი საშუალებას იძლევა, ევროპული სტანდარტების და კლასიფიკაციის სისტემის მიხედვით, შეფასდეს და მიენიჭოს ვარსკვლავები განთავსების ქართულ ობიექტებს. 2022 წლიდან The Hotelstars Union-მა დაამუშავა და ჩაუშვა საქართველოს ქვე-საიტი, სადაც უკვე განთავსდნენ პირველი ქართული გავასკვლავიანებული სასტუმროები.

აღსანიშნავია, რომ HOTREC და The Hotestars Union უკვე მჭიდროდ თანამშრომლობენ ისეთ საძიებო და კონტენტის სადისტრიბუციო სისტემებთან, როგორებიცაა: Google, Tripadvisor, Giata და ა.შ. აქედან გამომდინარე, ორგანიზაციის წევრები, გარდა ხარისხის ნიშნისა და მაღალი ნდობისა, ისარგებლებენ სხვადასხვა რეპუტაციულ ტურისტულ საძიებო არხებზე.

„მოხარულები ვართ, რომ ჩვენი გუნდის დიდი შრომით და დამსახურებით, მოგვენიჭა ესოდენ საპასუხისმებლო სტატუსი ჰოტელსტარის მიერ და აღიარებულ ვიქენით, როგორც 4 ვარსკვალვიანი რეზორტული ტიპის დასასვენებელი კომპლექსი კახეთში. დავაკმაყოფილეთ არც თუ ისე მარტივი კრიტერიუმები და შევუერთდით დიდი ევროპული სასტუმროების და კურორტების ოჯახს, საიდანაც იმედი გვაქვს, დიდი გამოხმაურება გვექნება. ახალი კურორტის სტატუსი გაზრდის ჩვენს ცნობადობას საერთაშორისო ბაზრებზე და ხელს შეუწყობს როგორც ბრენდი „შუხმანის“, ასევე კახეთის რეგიონის განვითარებას“, - განაცხადა ნუცა აბრამიშვილმა, შუხმან ჯგუფუს გენერალურმა დირექტორმა

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023