ტურიზმი
16/11/2020

Sioni Glamping-ი ხმელეთის გარდა წყალზეც განთავსდება

Sioni Glamping პირველ სტუმრებს სულ მალე მიიღებს. შალვა ბერიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნავს, რომ მიმდინარეობს მუშაობა საბოლოო დეტალებზე, თვის ბოლოსთვის კი კოტეჯი დამსვენებლებს უმასპინძლებს.

„პანდემიის გამო გათვლა მქონდა შიდა ტურიზმზე, ამიტომ თბილისიდან 40 წუთის სავალზე, სიონში გავაკეთე გლემპინგი, რომ ნებისმიერი კატეგორიის მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო. ამ ეტაპზე სამი კოტეჯი გვაქვს. თითო არის 28 კვადრატული ფართობის, სადაც განთავსებულია საძინებელი, სამზარეულო კუთხე, სველი წერტილი და აივანი, დიდი ჰამაკებია, საიდანაც პანორამული ხედი იშლება სიონის წალსაცავზე, განსაკუთრებით ლამაზია მზის ჩასვლისას. გლემპინგები წყლის პირველ ზოლში მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ ასეთი მასშტაბის პანორამით ჯერ არცერთი გლემპინგი გაკეთებულა. გაზაფხულისთვის ვაპირებთ კოტეჯის წყალზე განთავსებას, რომელიც ანალოგიური კონსტუქციით გაკეთდება. საწყის ეტაპზე 1 იქნება, ხოლო სიტუაციიდან და მოთხოვნიდან გამომდინარე ვიფიქრებთ გაფართოებაზე," – აღნიშნავს Sioni Glamping-ის დამფუძნებელი.

Sioni Glamping კერძო ინვესტიციით გაკეთდა. ჯერ დასრულებული არ არის, თუმცა უკვე დახარჯულია 50 000 ლარზე მეტი. როგორც Sioni Glamping–ის წარმომადგენელი ამბობს, გეგმაში იყო გლემპინგების გაკეთება სვანეთში, ფასანაურსა და ვარძიაში, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო ამ პროექტების განხორციელების ვადამ გადაიწია.

„ვნახოთ როგორ წარიმართება პანდემიური პროცესები. უამრავი გეგმა მაქვს Sioni Glamping–თან დაკავშირებით. ვაპირებ ვერანდის დამატებას, სადაც გაიმართება ღონისძიებები, დაბადების დღე, ხელის მოწერა, ქორწილი და ა.შ. სრულ პაკეტს შევთავაზებთ მომხმარებლებს. ასევე დამატებითი სერვისების სახით გვექნება, ნავით გასეირნება, საცხენოსნო ტურები, გასვლითი ტურები სხვადასხვა მიმართულებით, თევზაობა, კვადროციკლებით გადაადგიება და სხვა. ჩვესი სტუმრებს ადგილობრივი, ნატურალური პროდუქტბით გავუმასპინძლდებით. ეზოში პატარა ბარის გაკეთება მინდა, სადაც ეკოლოგიურად სუფთა ბოსტნეულს მოვიყვანთ და ვიზიტორები შეძლებენ თვითონ ჩაერთონ ამ პროცესში და აიღონ მოსავალი. ვმუშაობთ ფინანსების მოზიდვაზე, რომ ჩვენი გეგმები მალე განვახორციელოთ,“ – ამბობს შალვა ბერიძე.  

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023