ტურიზმი
29/07/2020

სტიქიის გამო სასტუმრო "მამისონში" ყველა ჯავშანი გაუქმდა

ონის რაიონში მომხდარმა სტიქიამ გზები და ინფრასტუქტურა დააზიანა. სტიიქიის ეპიცენტრში მოექცა სასტუმრო "მამისონი", რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა.

სასტუმროს წარმომადგენელის თქმით, ფესტივალის გამო აგვისტოში ბევრ ტურისტს ელოდნენ, თუმცა ახლა ყველა ჯავშანი გაუქმებულია. ეს რა თქმა უნდა პანდემიისგან მიღებულ ზარალს კიდევ უფრო გაზრდის.

როგორც "მამისონის" დირექტორი მარიტა გუტაშვილი "ბიზნესპარტნიორთან" ამბობს, რამდენიმე წლის წინ უხვი ნალექის გამო კურორტ შოვში, მდინარე ბუმბურას ადიდების შედეგად დაზიანდა კურორტის მთავარი გზა, მდინარემ კალაპოტი გაარღვია.

„მიუხედავად იმისა რომ ონის რაიონულმა გამგეობამ იცოდა არსებული მდგომარეობის შესახებ, მხოლოდ ამოსვლით, ნახვით, ფოტოების გადაღებით და მწუხარების გამოხატვით შემოიფარგლა", - ამბობს „მამისონის“ დირექტორი. მისივე თქმით, მარტო შოვი არაა ასეთ დღეში. მსგავსი სიტუაციაა გონაში, ღებში, ჭიორაში, გლოლში, უწერასა და სხვაგან.

„უკვე მერამდენე წელია საკუთარი ძალებით, საკუთარი ხელებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად ვცდილობთ შევინარჩუნოთ ის სამოთხე რაც შოვში გვაქვს. შევინარჩუნოთ მხოლოდ ჩვენთვის კი არა, მთელი საქართველოსთვის. სულ მალე ვაპირებდით დამსვენებლისთვის რესტორნის აშენებას, რადგან ფაქტობრივად არ არსებობს კვების ობიექტი. პროცესი დაწყებულია, თუმცა ახლა რა იქნება არ ვიცით. კოტეჯებში დასვენების ფასი მინიმალური გვაქვს მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის გამო, რაც წლებია ჩვენს ბიზნესს აზარალებს,“ – ამბობს მარიტა გუტაშვილი.

შოვი ბალნეოკლიმატური კუორტია, რომელიც ზღვის დონიდან 1520 მ სიმაღლეზე მდებარეობს და გარშემორტყმულია კავკასიონის ქედის მწვერვალებით. გამოირჩევა სამკურნალო წყლების სიმრავლითა და სასარგებლო თვისებებით.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023