ტურიზმი
30/06/2023

თბილისი და ტურისტები ზაფხულში

ტურისტებს საქართველო რომ ძალიან უყვართ, ამას სტატისტიკური მონაცემებიც მოწმობს. მათი გამორჩეულად საყვარელი ქალაქი კი თბილისია. ჩვენი დედაქალაქის ვიზიტორებს მასში თანამედროვე კონსტრუქციები, ძველი ტაძრები, მდინარე, ქვაფენილიანი დაღმართები  და ვიწრო ქუჩები ხიბლავთ. ძველი უბნები, ძველებური სახლებით, პატარა ჩიხები ტურისტებს განსაკუთრებულად მოსწონთ, თუმცა ქალაქს ინფრასტრუქტურის გარდა მისი კულტურითაც გამოარჩევენ.

თბილისი მორგებულია ყველა ასაკისა და შესაძლებლობის ვიზიტორზე, აქ არის სხვადასხვა სახის გასართობი ცენტრი და კულტურული ღონისძიება, სრაფი კვების ობიექტი და მაღალი კლასის რესტორანი.

დამეთანხმებით, საკმაოდ სასიამოვნო სანახაობაა, სხვადასხვა ქვეყნის ტურისტები ფოტოაპარატებით ხელში, როდესაც ისინი ჩვენი დედაქალაქის ქუჩებითა და ღირსშესანიშნაობებით ტკბებიან.

ტურისტები და ქართული სამზარეულო

ქვეყნის ვიზიტის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს ქართული ტრადიციული სამზარეულო წარმოადგენს, რომელიც არა მხოლოდ, ამიერ კავკასიაში, არამედ ევრაზიაშიც პოპულარულია.

რომელი კერძი მოსწონთ მათ განსაკუთრებულად  და რომელ რესტორანს სტუმრობენ ისინი ყველაზე ხშირად, არსებულ კითხვებს ყველაზე უკეთ ტურისტები პასუხობენ, სწორედ მათი პრეროგატივაა დააკვირდნენ ქალაქს და სიამოვნება მიიღონ სტუმრობით.

არსებულ კითხვებზე პასუხების გასაგებად ქუჩის გამოკითხვა ჩავატარეთ და ზემოთ ხსენებული კითხვები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ტურისტებს დავუსვით. გამოკითხული ტურისტების 80% საყვარელ ქართულ კერძად ხინკალს ასახელებს.

  • ‘’It's been 2 weeks since I arrived in Georgia and not a single day has passed without Khinka I have already selected my favorite place where the best Khinkali is prepared, it is the Georgian restaurant ,,Bread & Wine.’’’’ - აღნიშნავს ნოა ლუქსემბურგიდან.

გამოკითხული ტურისტების საყვარელ ქართულ ტრადიციულ კერძს წარმოადგენს ასევე მწვადი, ქაბაბი და ხაჭაპური.

  • ,,Ресторанов в Тбилиси много, и выбрать лучший - сложно. Мы с семьей посетили ресторан «Bread & Wine». Цены здесь приемлемые, находится в центре города, вкусная еда и самое главное хорошее обслуживание.“- ამბობს ევა უკრაინიდან.

ტურისტებს ასევე ვკითხეთ, თუ როგორ მიაგნეს თავდაპირველად მათთვის გამორჩეულ რესტორანს თბილისში. აღმოჩნდა, რომ ბევრი მათგანი რესტორანს პირველად მეგობრების რჩევით ესტუმრა, ბევრმა კი ის Google-ს საძიებო სისტემის დახმარებით აღმოაჩინა. აღსანიშნავია, რომ ციფრული მარკეტინგი არაერთხელ ყოფილა კომპანიისა და მომხმარებლის დამაკავშირებელი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023