ტურიზმი
02/09/2020

თბილისის ანძაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ინტერესთა გამოხატვა ცხადდება

თბილისის მერია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად, თბილისის ანძაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, ინტერესთა გამოხატვას აცხადებს.

კახა კალაძემ აღნიშნა, რომ პროექტის განხორციელების შედეგად, თბილისის ანძა საკმაოდ საინტერესო და მიმზიდველი ობიექტი გახდება. დაახლოებით, 70 მეტრის სიმაღლეზე განთავსდება გადმოსახედი, საიდანაც პანორამული ხედები გადაიშლება, ასევე, კვების ობიექტები.

"ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად საკითხზე ბევრი ვიმუშავეთ. გამოცხადებული გვქონდა ტენდერი, რომ შეგვემუშავებინა კონცეფცია, თუ რისი გაკეთება არის შესაძლებელი სატელევიზიო ანძაზე, მისი განვითარება-რეაბილიტაციისთვის. ტენდერში გაიმარჯვა ესტონურმა კომპანიამ „კოკო“, რომელსაც მსგავს ობიექტებზე მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. ჩვენ უკვე გეგმარება ჩავიბარეთ. საკმაოდ საინტერესო და მიმზიდველი ობიექტი გამოდის. დაახლოებით, 70 მეტრის სიმაღლეზე განთავსდება გადმოსახედი, საიდანაც პანორამული ხედები გადაიშლება, ასევე, კვების ობიექტები. ვფიქრობ, რომ თბილისისთვის ჩვენი სატელევიზო ანძის სწორად გამოყენება, ფუნქციის მინიჭება, დამატებითი მიზიდულობის ცენტრი იქნება. როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე, ჩამოსულ ტურისტებს ექნებათ შესაძლებლობა, ამ ადგილით ისარგებლონ. გვინდა, აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, ინტერესთა გამოხატვა გამოვაცხადოთ, რომ ბიზნესსექტორი დავაინტერესოთ. დაახლოებითი გათვლები გვაქვს და პროექტის განხორციელებას 10-დან 15 მილიონ ლარამდე დასჭირდება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა, რომ ბიზნესსექტოთან აქტიური კომუნიკაცია ჰქონდეს, რადგან თბილისის სატელევიზიო ანძის სწორად გამოყენება ბიზნესისთვისაც საინტერესოა.

„ის ვიზუალი, რომელიც ესტონურმა კომპანიამ წარმოადგინა, ისტორიულ-კულტურულ საბჭოსთან უკვე შეთანხმებულია, არის რეკომენდაციები და შემდგომ ეტაპზე პატარა ცვლილებები მოგვიწევს. ამ ეტაპზე კი ტენდერს ვაცხადებთ. მინდა, ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დავავალო, მჭიდრო კომუნიკაცია იქონიოს ბიზნესსექტორთან, კომპანიებთან, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ჩართული. ისიც მესმის, რომ დღეს მთელი მსოფლიო პანდემიას ებრძვის და შეიძლება კომპანიების შერჩევა გარკვეულწილად გაჭირდეს, თუმცა სატელევიზიო ანძა ჩვენს ქვეყანაში მსგავსი ტიპის ერთადერთი ობიექტია. მისი სწორად გამოყენება საკმაოდ საინტერესო იქნება იმ ბიზნესისთვის, ვინც ამ პროექტში ჩაერთვება. დარწმუნებული ვარ, მომდევნო წლებში თბილისის ანძა ჩვენი ქალაქისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იქნება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.  

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023