ტურიზმი
13/10/2020

თბილისის დენდროლოგიური პარკის პროექტირება დაიწყო

თბილისის მერიამ დენდროლოგიური პარკის პროექტირება დაიწყო.

პროექტირების პირველი ეტაპი მოიცავს საველე პირობებში პარკის ბიომრავალფეროვნების კვლევას, რომლის საფუძველზეც დეტალური ლანდშაფტური პროექტი დამუშავდება. 

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დავიწყეთ - მიმდინარეობს დენდროლოგიური პარკის პროექტირება. აღდგება ის წყობა, რაც თავის დროზე, ამ პარკის დაგეგმარებისას იყო გათვალისწინებული, მათ შორის, ხელოვნური ტბა, სივრცეები ენდემური ნაირსახეობებით. ეს იქნება უნიკალური ადგილი დასასვენებლად თბილისელებისთვის, ხედით თბილისის ზღვაზე“, - განაცხადა მერის მოადგილემ მაია ბითაძემ.

170 ჰექტარ ფართობზე, მოეწყობა სხვადასხვა ფუნქციური ზონა ისე, რომ არსებული ბუნებრივი ლანდშაფტი სრულად იქნება შენარჩუნებული. პროექტის დასრულება მომდევნო წლის დასაწყისისთვის იგეგმება.

საველე სამუშაოებზე ექპერტები და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები იმყოფებოდნენ, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი პროექტირების პროცესში.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023