ტურიზმი
05/05/2021

თბილისის ცენტრში Radisson-ის კიდევ ერთი სასტუმრო 2022 წელს გაიხსნება

თბილისში, სასტუმრო „თორის“ ნაცვლად, Radisson-ი 2022 წლის შემოდგომაზე გაიხსნება.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ბლოკ ინვესტისაღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ჯანაშვილმა განუცხადა, ამჟამად ობიექტზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, უკვე დასრულებულია 0 სართულის მშენებლობა.

სასტუმროს საინვესტიციო მოცულობა 25 მლნ დოლარია. Radisson-ის სასტუმრო მოიცავს 200 ნომერს, კაფე-რესტორანს, საკონფერენციო დარბაზს, შეხვედრების ოთახებს.

„აქამდე დაგეგმილი იყო, რომ სასტუმროში Park Inn by Radisson-ის ბრენდი შემოსულიყო, თუმცა გადაწყვეტილება შეიცვალა. მათი სურვილიც იყო, რომ ამ ლოკაციაზე უფრო მაღალი კატეგორიის ბრენდი შემოსულიყო,“ - აცხადებს ჯანაშვილი.

საქართველოში Radisson-ის ბრენდის სამი სასტუმრო ოპერირებს, მათგან ორი - თბილისისა და ბათუმის სასტუმროები Radisson Blu-ს ბრენდით, წინანდალის სასტუმრო კი Radisson Collection-ის ბრენდით ოპერირებს. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023