ტურიზმი
13/05/2021

თბილისში ბუტიკური ტიპის ახალი სასტუმრო Eleven Inn Tbilisi გაიხსნება

თბილისში გრიშაშვილის ქუჩაზე ბუტიკური ტიპის ახალი სასტუმრო უახლოეს პერიოდში  გაიხსნება. Eleven Inn Tbilisi მაღალ სტანდარტზე მოწყობილ 11 ოთახს მოიცავს.

სასტუმროში ასევე იქნება კონცეპტუალური კაფე, სადაც ტურისტებს შესაძლებლობა ექნებათ ქვეყნის სხვადასხვა კუთხის ადგილობრივი ნაწარმი შეიძინონ, მათ შორის ღვინო, ჭაჭა, თაფლი, ჩურჩხელა და ა.შ.

„Eleven Inn Tbilisi-ს გახსნა 2020 წელს იგეგმებოდა, თუმცა პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო, სასტუმროს გახსნა რამდენჯერმე გადაიდო. ყველაზე რთულ სიტუაციაში ტურიზმის კუთხით დედაქალაქი აღმოჩნდა. ის პირდაპირაა მიბმული საერთაშორისო მიმოსვლაზე და აქ შიდა ტურიზმზე ლაპარაკი ზედმეტია. აქედან გამომდინარე, სასტუმროს გახსნა გადავდეთ. ახლა, როდესაც გამოჩნდა იმედის ნაპერწკალი და მცირე დოზით ტურისტებიც შეინიშნებიან ქალაქში, გადავწყვიტეთ გარისკვა და სასტუმროს გახსნა. პარტნიორებისგან გვესმის, რომ ნაწილი მოგზაურების უპირატესობას ანიჭებს სწორედ ბუტიკური ტიპის მცირე ზომის სასტუმროებს მეტი უსაფრთხოების მოტივაციით. ამ შემთხვევაში, Eleven Inn Tbilisi ზუსტად პასუხობს პანდემიის გამო შეცვლილ მოთხოვნებს: არის მცირე ზომის, ახალი და მაღალ სტანდარტებზე მოწყობილი სასტუმრო, სადაც თავს ნამდვილად კომფორტულად იგრძნობს სტუმარი. სასტუმრო საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს სრულად პასუხობს და აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, რომლებიც თავის წილ გავლენას ახდენენ სტუმრის უსაფრთხოებსა და კომფორტზე. სასტუმროში ნომრების სულ 4 კატეგორიაა: Budget Room with Balcony, Standard Room, Standard Room with Balcony da Suite with Balcony. მსგავს პატარა სასტუმროების უმეტესობაში იშვიათია სტანდარტების შესაბამისი სივრცეები, Eleven Inn-ს კი სწორედ ეს გამოარჩევს სხვა ობიექტებისგან, აქ თითოეული დეტალი კარგად დაგეგმილი და გათვლილია," - ამბობს Eleven Inn Tbilisi-ს კონსულტანტი გიორგი დოლიძე.

ობიექტი ადგილობრივი ინვესტიციით გაკეთდა. საინვესტიციო ღირებულება 180 000 დოლარია, სასტუმროში 10 ადამიანია დასაქმებული. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023