ტურიზმი
18/11/2021

"თეთრი ქარავნის ბილიკი" და მეცხვარე ტატეს ისტორია - ახალი მარშრუტი მოგზაურებისთვის

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოში ტურისტული მარშრუტი „თეთრი ქარავნის ბილიკი“ მოეწყო. მარტივი საფეხმავლო, 1.4 კილომეტრიანი ინტერპრეტირებული მარშრუტის ძირითად კონცეფციას ცხვრის გადარეკვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა წარმოადგენს.

ბილიკი პროექტის „ბიოსფერული რეზერვატის, როგორც ადგილობრივ დონეზე ინკლუზიური და მდგრადი განვითარების მოდელის დაარსება კახეთის რეგიონში“ ფარგლებში მოეწყო, RECC-ის დახმარებითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

როგორც საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის პროექტების მენეჯერი გიორგი დაქუზაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, ეს არის პირველი ინტეპრეტირებული მარშრუტი, თავისი ისტორიით და ვიზუალური ეფექტებით.

მისი თქმით, პროექტი ითვალისწინებს ორ კომპონენტს - გადასახედის და ინტერპრეტირებული მარშრუტის მოწყობას. ხის კონსტრუქციის გადასახედი მარშრუტის დასაწყისში მოეწყო. რაც შეეხება ინტეპრეტირებულ მარშრუტს - განთავსებულია 4 საინფორმაციო დაფა, სადაც მოთხრობილია 15 წლის ახალგაზრდა მეცხვარის, ტატეს ისტორია, რომელიც პირველად მოგზაურობს შირაქის ველებზე.

„4 საინფორმაციო დაფა თემატურად არის დაყოფილი, რომლებიც გვიყვება მოგზაურობის ისტორიას, შთაბეჭდილებებს, გამოცდილებებს, რაც ჰქონდა შირაქის ველებთან და კონკრეტულად კამბეჩოვანთან დაკავშირებით, რომელიც ძველად ქიზიყს ერქვა. აქ გაერთიანებულია, ხორნაბუჯის ისტორია, დედოფლისწყაროს დაარსების ამბავი“, - აღნიშნა გიორგი დაქუზაშვილმა.

მარშრუტზე გაეცნობით მითებს. აგრეთვე ბიომრავალფეროვნების კომპონენტს - აფთართან, ლეოპარდთან, ქურციკთან შეხვედრის ისტორიებს.

„თითოეულ ისტორიას აქვს თავისი ვიზუალი, სილუეტური გამოსახულება. მარშრუტის ცენტრში განთავსებულია მეცხვარის და ცხვრის კონსტრუქცია“, - ამბობს გიორგი დაქუზაშვილი.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, გიორგი დაქუზაშვილის თქმით, მოეწყობა გერმანულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული ინტერპრეტირებული მარშრუტი. ამ ეტაპზე ზუსტი ლოკაციები არ არის განსაზღვრული, თუმცა მოიაზრება თეთრიწყაროს და ბოლნისის მუნიციპალიტეტები. მარშრუტი სავარაუდოდ დაფარავს ასურეთს და მიმდებარე სოფლებს, რომლებიც გერმანელების დაარსებულია.

„ინტერპრეტირებული მარშრუტები დაკავშირებული იქნება გერმანულ მემკვიდრეობასთან - გერმანული სახლები, ღვინის საწარმო, მეტალის საწარმო, აბანოები. ბევრი, როგორც მატერიალური, ისე არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობაა შემორჩენილი. ვმუშაობთ, რა ტიპის ვიზუალური საინტერპრეტაციო დაფები გვექნება. არხილოსკალოს მარშრუტისგან განსხვავებული იქნება, თუმცა ჯერ ზუსტად ჩამოყალიბებული არ გვაქვს. მაგრამ, ინტერპრეტაცია აუცილებლად გაკეთდება ვიზუალური მასალით“, - აღნიშნა გიორგი დაქუზაშვილმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023