ტურიზმი
06/07/2023

თეთრი სახლი ანაკლიაში: ვისაც გართობა სჭირდება, მათ ამ სერვისს ანაკლია ვერ აწვდის

ბევრისთვის ანაკლია აღმოჩენაა, კლიმატი არის არაჩვეულებრივი, ტენიანობა 3-ჯერ ნაკლებია საქართველოს ზღვისპირეთის სხვა კურორტებთან შედარებით, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ ანაკლიაში მდებარე საოჯახო სასტუმროს „თეთრი სახლი ანაკლიაში“  დამფუძნებელმა მარინე თოდუამ გაუცხადა.

მისი თქმით, ანაკლიაში უფრო მეტად აფხაზეთის კლიმატია, ამიტომ, ვინც აქ ერთხელ ჩამოვა დასასვენებლად, ის მეორედ აუცილებლად ბრუნდება.

„პირობითად, თუ 2 დამსვენებელი ჩამოდის, შემდეგ წლებში მას მოჰყავს კიდევ 4 და ა.შ. საუბარი მაქვს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ დამსვენებლებზე. თუმცა, კურორტს აკლია ცნობადობა. საჭიროა მისი პოპულარიზაცია, რეკლამირება, რადგან ძალიან ბევრი რამ სჭირდება ანაკლიას რომ განვითრდეს. ხმამაღლა ქალაქიო ვერც ვიტყვი. 1-2 დღე რომ იწვიმოს, ვერაფერს ვერ სთავაზობ ჩამოსულ სტუმარს, დრო რომ გაიყვანოს საინტერესოდ. სხვა დიდ ქალაქებში სხვანაირი გართობაა. მეტი კაფე-ბარები უნდა იყოს, ახალგაზრდობისთვის მეტი გასართობი ობიექტი“, - აღნიშნა მარინე თოდუამ.

მისი თქმით, 2 კატეგორიის დამსვენებელი არსებობს - პირველი, ვისაც წყნარი და მშვიდი დასვენება სჭირდება და მეორე, რომელიც კურორტზე დროის სატარებლად ჩადის.

„პირველი კატეგორია მოდის და რჩება ანაკლიაში. თუმცა, ვისაც გართობა სჭირდება, მათ ამ სერვისს ანაკლია ვერ აწვდის“, - განმარტა ანაკლიაში მდებარე საოჯახო სასტუმროს „თეთრი სახლი ანაკლიაში“  დამფუძნებელმა.

მარინე თოდუამ, ანაკლიაში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ანაკლიას მხოლოდ ეს აკლია. სხვა მხრივ, კურორტი კლიმატური პირობებით იდეალურია.

ცნობისთვის, საოჯახო სასტუმრო „თეთრი სახლი ანაკლიაში“ 2017 წელს გაიხსნა. ის 15 ნომერს და საოჯახო სამზარეულოს მოიცავს, რომლის გაფართოებაც HACCP-ის სტანდარტების შესაბამისად იგეგმება.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023