ტურიზმი
02/09/2020

თიბისის მხარდაჭერით ყაზბეგში ოქტომბერში ახალი სასტუმრო გაიხსნება

ყაზბეგის რაიონში, დაბა სტეფანწმინდაში პანდემიის პერიოდის მიუხედავად, ვახტანგ და შალვა ქირიკაშვილებს სასტუმროს მშენებლობა არ შეუჩერებიათ. უკვე არსებული გესტ ჰაუსის გაფართოვება გადაწყვიტეს და თიბისის მხარდაჭერით ახალი სასტუმროს მშენებლობა წამოიწყეს. ამჟამად მშენებლობა დასრულების ეტაპზეა.

„სასტუმროს გახსნას ოქტომბერში ვგეგმავთ, გვინდა, რომ ზამთრის სეზონს მომზადებული შევხვდეთ.  გათვლას ძირითადად უცხოელ ტურისტებზე ვაკეთებთ. დაახლოებით 30 სტუმრის მიღებას შევძლებთ, რომლებსაც სრულ მომსახურეობას ვთავაზობთ, მათ შორის, ძალიან მოთხოვნად საცხენოსნო თუ საავტომობილო ტურებს ყაზბეგში,“ - ამბობს სასტუმროს დამფუძნებელი შალვა ქირიკაშვილი, რომელიც მამასთან ერთად უკვე 15 წელია სტეფანწმინდაში სასტუმრო ბიზნესს უძღვება.

სასტუმროს აქვს საკუთარი რესტორანი და ვერანდა, სადაც მუდმივად 10-მდე ადამიანი დასაქმდება, სეზონურად კი დასაქმებულთა რაოდენობა გაიზრდება.

სასტუმრო სტეფანწმინდის ერთერთ უძველეს დასახლებაში მდებარეობს. სასტუმროს ეზოში დამსვენებლებს ყაზბეგში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - ჩოფიკაშვილების საგვარეულო ციხის ნახვაც შეეძლებათ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023