ტურიზმი
10/06/2020

ტრანზიტულ ფრენებზე შესაძლოა შეზღუდვები დაწესდეს – თამარ არჩუაძე

რეგულარული ფრენების განახლების შემდეგ ტრანზიტულ ფრენებზე შესაძლებელია დაწესდეს გარკვეული შეზღუდვები, - ამბობს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი თამარ არჩუაძე. მისი თქმით, პირველ ეტაპზე ქვეყნები ფიქრობენ გახსნან მხოლოდ პირდაპირი ფრენები. 

“პირველ ეტაპზე ქვეყნები ფიქრობენ, რომ გახსნან პირდაპირი მიმოსვლა. ტრანზიტულ ფრენებთან მიმართებაში შესაძლებელია დაწესდეს გარკვეული შეზღუდვები, ოღონდ ამასთან დაკავშირებით ისევ და ისევ მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რადგანაც არ ვიცით სამომამავლოდ რა იქნება. ისეთ ვითარებაში ვიმყოფებით, რომ მსგავსი გამოცდილება არ გვაქვს”, განმარტავს თამარ არჩუაძე “ტვ იმედთან” საუბარში.

მისივე განმარტებით, გარკვეული კონტურები 15 ივნისისთვის გახდება ცნობილი. 

თამარ არჩუაძე ამბობს, რომ რეგულარული ფრენების განახლების შემდეგ “მწვანე ქვეყნებთან” გადაადგილებისას შესაძლოა PCR ტესტის გაკეთება საჭირო აღარ გახდეს.

“მწვანე ქვეყნებთან” მოლაპარაკებების ერთ-ერთი ელემენტი არის ის, რომ ქვეყნები რომლებიც ერთმანეთს უხსნიან საზღვრებს და მიაჩნიათ, რომ “მწვანე ქვეყნები” არიან მაშინ ე.წ. კოვიდ პასპორტი მოთხოვნილი აღარ იქნება”, აცხადებს თამარ არჩუაძე.

“საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი ამბობს, რომ 1-ელი ივლისის შემდეგ საქართველოს აეროპორტში “მწვანე ქვეყნებდან” ჩამოსულ მგზავრებს კარანტინში ყოფნა აღარ მოუწევთ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023