ტურიზმი
10/11/2020

“თრუსო“ გაკოტრდა - გუდაურის 3 ვარსკვლავიანი სასტუმრო პარტნიორს ეძებს

გუდაურში, 3 ვარსკვლავიანი სასტუმრო „თრუსო“  აღარ გაიხსნება და ძველი ფორმატით მუშაობას ვეღარ გააგრძელებს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ სასტუმროს მფლობელმა ლევან კარიჭაშვილმა განუცხადა, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან  „თრუსო“ დაიხურა და არც გახსნილა.

მისი თქმით, კომპანიას არ ჰქონდა იმის შესაძლებლობა ეხადა კომუნალური გადასახადები. ამას ემატება ჯარიმები, საურავები, რამაც კომპანია საბოლოოდ გაკოტრებამდე მიიყვანა.  

„ბოლო თვის კომუნალური გადასახდიც კი ვერ გადავიხადე, შეღავათს კი არავინ გვიკეთებს. ემატება და ემატება საურავები. ვფიქრობ გავყიდო, ან წილში პარტნიორი შემოვიყვანო. ცხადია, ამ ფორმით ვეღარ გავაგრძელებ მუშაობას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გუდაურში მცირე ტიპის სასტუმროებს  დიდი კონკურენცია გაუწია აპარტოტელების მშენებლობამ. გუდაურში პანდემიამდე ტურისტებმა იმატა, თუმცა, ჩვენნაირი ტიპის სასტუმროებში განთავსების მსურველებმა იკლო. პანდემიიდან გამოწვეული პრობლემები კი ერთგვარად საკონტროლო გასროლასავით აღმოჩნდა,“ - აცხადებს ლევან კარიჭაშვილი.

მისი ინფორმაციით, სასტუმრო „თრუსომ“ უნდა შეიცვალოს კონცეფცია რომ მომგებიანი იყოს, ამისთვის კი მისი ამჟამინდელი მფლობელი ფინანსების მოზიდვისთვის ან წილის გასხვისებას, ან მთლიანად გაყიდვას გეგმავს.  

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023