ტურიზმი
11/05/2021

“ტურისტები ისეთ ქვეყნებს აირჩევენ, სადაც ხალხი აცრილია“ - ტუროპერატორთა ასოციაცია

საქართველოში ტურისტები უკვე გამოჩნდნენ, თუმცა მათი რაოდენობა წინა წლებთან ძალიან დაბალია.

როგორც ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ია თაბაგარი “ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ქვეყანაში ძირითადად უკვე კოვიდვაქცინირებული ტურისტები შემოდიან. ქვეყანას ძირითადად ევროპის ქვეყნებიდან, აგრეთვე არაბული ქვეყნებიდან და რუსეთიდან სტუმრობენ. ამ ეტაპზე არ არის სტატისტიკა, ტურისტები რომელ რეგიონებს უფრო ირჩევენ, თუმცა ისინი მცირე რაოდენობით არიან თბილისში, აგრეთვე კახეთში, ყაზბეგში. აჭარაში უფრო აქტიურად.  

“ტურისტების რაოდენობა საკმაოდ დაბალია და ცუდი ის არის, რომ ქვეყანა მარკეტინგში მოიკოჭლებს. 2021 წლისთვის, როგორც ზაფხულისთვის, ისე შემოდგომისთვისა და ზამთრის სეზონისთვის მიზნობრივი ჯგუფები არ გვაქვს ჩამოყალიბებული. რამდენიმე დღის წინ ევროპის რამდენიმე ქვეყანამ რეგულაციები მოხსნა. ეს ყველას უნდა გვცოდნოდა, რათა  მარკეტინგული ძალისხმევა იქით მიგვემართა და ეს ხალხი საქართველოში მოგვეზიდა. მაგრამ, ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ისინი ისეთ ქვეყნებს აირჩევენ, სადაც ხალხია აცრილი. ჩვენთან, იმის გამო, რომ ვაქცინაციის პროცესი შენელებულია, არ ვართ სახარბიელო სიტუაციაში“, - აღნიშნა ია თაბაგარმა.

რაც შეეხება ტურიზმის სფეროს წარმომადგენლების ვაქცინაციის პრიორიტეტულ ჯგუფში ჩართვას, ია თაბაგარი მიიჩნევს, რომ პროცესი დაგვიანებულია.

“რაღაცები დაიძრა, თუმცა დაგვიანებულად მიმაჩნია, რადგან უკვე მაისია და ამ კუთხით ადრე უნდა მოვმზადებულიყავით“,- აცხადებს ია თაბაგარი.

გარდა ამისა, ია თაბაგარი მიიჩნევს, რომ რესტორნებს შაბათ-კვირას, თუნდაც ღია სივრცეში მუშაობის შესაძლებლობა უნდა მიეცეთ. ე.წ. კომენდანდის საათმა კი, 23:00-24:00 საათამდე გადაიწიოს. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023