ტურიზმი
21/07/2020

ტურიზმის ადმინისტრაცია საქართველოს ტურისტული ფოტო-ბანკის განახლებას იწყებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურიზმის განვითარების მიზნით ახალ პროექტებს იწყებს, სადაც საქართველოში მოქმედი ფოტოგრაფები მიიღებენ მონაწილეობას.

 ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღანელმა მარიამ ქვრივიშვილმა ფოტოგრაფებს ახალი პროექტების დეტალები გააცნო, რომელიც ფოტოგრაფებისთვის მრავალ აქტივობას მოიცავს, მათ შორის: საქართველოს ყველა რეგიონში ფოტო-ტურებს, საქართველოს ტურისტული ფოტო-ბანკის განახლებას და ფოტოკონკურსს.

”საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, დღეს შედგა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა საქართველოში მოქმედ ფოტოგრაფებთან. დღეს არის სწორი დროა განვაახლოთ საქართველოს ტურისტული ფოტო-ბანკი და ამ მიზნით სხვადასხვა პროექტი გავაცანით ფოტოგრაფებს, სადაც ისინი აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას. ეს პროექტები დაგვეხმარება ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტომასალის შეგროვებაში, შექმნასა თუ შესაბამისი კონკურსების ჩატარებაში. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ პანდემიის პერიოდში დაზარალებული ჯგუფები, მათ შორის ფოტოგრაფები მაქსიმალურად ჩაერთონ ჩვენთვის ძალიან ღირებულ პროექტებში, რომელიც გულისხმობს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას და დაზარალებული დარგებისა და პროფესიების საქმიანობის ხელშეწყობას. შეხვედრამ ჩაიარა ნაყოფიერად და პოზიტიურად, ფოტოგრაფების მხრიდან ძალიან დიდი ინტერესი იყო პროექტებში ჩართვასთან დაკავშირებით. ჩვენ შევთანხმდით რომ ერთობლივი ძალისხმევით განვახორციელებთ ამ პროექტებს, რაც ხელს შეუწყობს როგორც ტურიზმის განვითარებას, ასევე ფოტოგრაფების საქმიანობას.“ -განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.


ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალ პროექტებში ფოტოგრაფებთან ერთად აქტიურად ჩაერთვებიან გიდები და ტურისტული სატრანსპორტო კომპანიები, რაც შიდა ტურიზმის კამპანიის ნაწილიც გახდება. ახალი პროექტების განხორციელებით საქართველოს მასშტაბით, ერთიანი ძალისხმევით ქვეყნის ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტომასალების ახალი ბაზა მომზადდება, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შიდა და საერთაშორისო მარკეტინგულ კამპანიებში აქტიურად გამოიყენებს.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023