ტურიზმი
19/07/2023

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას იწყებს

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მედიაპლატფორმა Bloomberg მილიონობით მაყურებელსა და სოციალური ქსელების მომხმარებელს საქართველოს ტურისტულ მიმართულებას გააცნობს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი მასშტაბური კამპანია Bloomberg-ზე წლის ბოლომდე გაგრძელდება.

კამპანიის ფარგლებში Bloomberg საქართველოს ტურისტული პოტენციალის, ღვინის, გასტრონომიის, ცხოვრების წესის (ე.წ Lifestyle) შესახებ ორ ვიდეორგოლს განათავსებს, ამ მიზნით პოპულარული გადაცემის “Sorted Food” ორი წამყვანი საქართველოში იმოგზაურებს. კამპანიის ფარგლებში განთავსდება ვიდეორგოლი საქართველოს სათავგადასავლო ტურიზმის შესახებ.

მასშტაბური მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში Bloomberg საქართველოს შესახებ  ორ ახალ სტატიას გამოაქვეყნებს.  საქართველოს შესახებ რეკლამა გავრცელდება სოციალურ მედიაში (Facebook, Twitter, Instagram, Youtube, TikTok)

Bloomberg-ის აუდიტორიის დიდი ნაწილი მაღალშემოსავლიანი ადამიანებისგან შედგება, კამპანიის მიზანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მაღალმხარჯველი ტურისტების მოზიდვა. 

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023