ტურიზმი
14/07/2023

ტურიზმის სექტორის 250-მდე წარმომადგენელს გადამზადების კურსი უტარდება

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტრენინგებს აგრძელებს. მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით სასტუმროების, ტუროპერატორებისთვის, გიდებისა და  კვების ობიექტების წარმომადგენლებისთვის ტრენინგი „პირველი  დახმარება“ ტარდება.  

სწავლება მთელი ქვეყნის მასშტაბით: თბილისში, გორში, კასპში, ქუთაისში, წყალტუბოში, თეთრიწყაროში, ბათუმში, თელავში, ამბროლაურში, ზუგდიდში, მესტიასა და სტეფანწმინდაში მიმდინარეობს და ჯამში 250-მდე მონაწილე გადამზადდება.

ორ დღიან ტრენინგს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება მართავს. სწავლება თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილ მოიცავს.

 „როგორც კერძო სექტორისთვის, ასევე ნებისმიერი ადამინაისთვის საჭიროა ეს ცოდნა, პირველი დახმარება, რომ ვიცოდეთ როგორ შევუნარჩუნოთ ადამიანს სიცოცხლე. იყო როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ტრენინგი, მონაწილეები მუშაობდნენ მანეკენზე, ვარჯიშობდნენ, თუ როგორ უნდა ჩაეტარებინათ სხვადასხვა მანიპულაციები პირველი სახმარების ფარგლებში“,-აცხადებს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პირველი დახმარების ოფიცერი ირაკლი წურწუმია.

სწავლების დასრულების შემდეგ მონაწილეებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სერტიფიკატებს გადასცემს.

„დავესწარი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ ტრენინგს, პირველი დახმარება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმის სექტორისთვის, გიდებისთვის, ტუროპერატორებისთვის, სასტუმროებისთვის განსაკუთრებით ამ ცხელ სეზონზე, როდესაც ბევრი ტურისტი გვყავს. ასეთი ტრენინგი ხშირად ტარდება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და საქართველოსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ გადაუდებელი სიტუაციის დროს ვიყოთ მომზადებულები“,-ამბობს ტურისტული სააგენტო  „გორჯას თრიფსის“ დირექტორი ლელა ქორჩილავა. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023