ტურიზმი
24/05/2023

"ტურიზმის შესახებ კანონი გიდებისთვის სხვადასხვა სახის პირობის შესრულებას გულისხმობს“

გზამკვლევი ეკონომიკურ რეფორმებში

ტურისტული გიდის საკვალიფიკაციო მოთხოვნები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ტურიზმის სექტორში, რადგან ხშირად ისინი საქართველოს შესახებ არასწორ ინფორმაციას აწვდიან ტურისტებს.

სწორედ ამიტომ, ტურიზმის მარეგულირებელი პოლიტიკის რეფორმა გიდებისთვის სხვადასხვა სახის პირობის შესრულებას გულისხმობს.

როგორც USAID-ს ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მრჩეველი პოლიტიკის და სამართლის საკითხებში ირაკლი გელოვანი „ბიზნესპარტნიორის“ პოდკასტში „გზამკვლევი ეკონომიკურ რეფორმებში“ აცხადებს, დღევანდელი მდგომარეობით, გიდების შესახებ ჩანაწერი გულისმობს, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მეშვეობით მოხდება იდენტიფიცირებისთვის სპეციალური ნიშნის შექმნა, ეს შეიძლება იყოს "ბეიჯი" ან შტრიხკოდი, რომლის მოპოვებისთვისაც გიდებს სხვადასხვა პირობები ექნებათ, რაც კანონქვემდებარე აქტში გაიწერება.

„აკრედიტაცია გავლილ ორგანიზაციებს შეეძლებათ ასევე მსგავსი ნიშნის გაცემა, თუმცა მსჯელობები გაგრძელდება. სავალდებულო მოთხოვნები ჯერ არ შემუშავებულა, ეს არის ნებაყოფლობითი და ვინც დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს გარკვეული შეღავათები ექნებათ, მუზეუმებში, დაცულ ტერიტორიებზე უფასო შესვლა და ა.შ. სამთო გიდებისთვის აკრედიტაციის მსგავსი მოდელი გვაქვს, თუმცა განსხვავდება იმით, რომ სავალდებულოა.

სერთიფიკატის გამოცდების ჩატარების და გაცემის შეშესაძლებლობა ყველა კომპანიას ვერ ექნება, ამისათვის მან აკრედიტაცია უნდა მიიღოს, რომელსაც გასცემს საქართველოს აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი, რომელსაც აქვს სპეციალური პროცედურრები. შესაბამისად სქემა მუშაობს შემდეგნაირად: აკრედიტაციის ცენტრი გასცემს ნებართვას იმ ორგანიზაციებზე, რომლებსაც სურთ, რომ თავის მხრივ გამოცდები ჩაატარონ და გასცენ სერთიფიკატები,“-აღნიშნავს ირაკლი გელოვანი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023