ტურიზმი
23/05/2023

"ტურიზმის შესახებ კანონპროექტი უკვე მისულია იმ ეტაპზე, რომ მისი ინიცირება მალე მოხდეს" - გიორგი პაპავა

გზამკვლევი ეკონომიკურ რეფორმებში

"არსებული სიტუაცია არ არის სახარბიელო ტურიზმის სექტორში, შესაბამისად, კერძო სექტორიც და სხვა მხარეებიც მიიჩნევენ, რომ ის კანონი, რომლის ინიცირებაც უახლოეს პერიოდში იგეგმება, არის მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯი", - ასე შეაფასა „ბიზნესპარტიორთან“ საუბრისას რეფორმეტრის მენეჯერმა გიორგი პაპავამ,  USAID-ის ეკონომიკური მმართველობის  პროგრამის და რეფორმეტრის მხარდაჭერით, ტურიზმის სექტორში მიმდინარე რეფორმა.

მან რეფორმეტრის ქვეშ განხორციელებული კვლევის შედეგებიც მიმოიხილა და განაცხადა, რომ ბიზნესსექტორი რეფორმის მიმართ იმედიანადაა განწყობილი.

„ჩვენ გამოვკითხეთ დაინტერესებული მხარეები რეფორმის შინაარსსა და ადეკვატურობაზე. საჯარო-კერძო დიალოგს ესწრებოდა 30-ამდე ადამიანი, რომელთა დიდი ნაწილი იყო სხვადასხვა ასოციაციების წარმომადგენელი. რეფორმამ, ჯამში, 7 ქულაზე მაღალი შეფასება მიიღო 10 ქულიდან, რაც საკმაოდ კარგი შეფასებაა. თუმცა, გამოსაყოფია რამდენიმე კომპონენტი, რომელმაც განსაკუთრებით მაღალი შეფასება მიიღო  - ერთი ეს იყო ჩართულობა და თვითონ რეფორმის ადეკვატურობა. ამ კომპონენტმა, დაახლოებით, 8 ქულა მიიღო, მოსალოდნელ შედეგებზე საუბრისასაც 8 ქულიანი შეფასება იყო. შედარებით დაბალი ქულა - 5,6 მიიღო იმ ნაწილმა, როდესაც კითხვა დავსვით ტურიზმში არსებულ მდგომარეობაზე, რაც საბოლოო ჯამში, ასეთი დასკვნის შესალებლობას მაძლევს მე, რომ არსებული სიტუაცია არ არის სახარბიელო ტურიზმის სექტორში“,- აღნიშნა გიორგი პაპავამ.

მისივე განმარტებით, ტურიზმის შესახებ კანონპროექტი უკვე მისულია იმ ეტაპზე, რომ მისი ინიცირება მალე მოხდეს. „იშვიათად მინახავს ასეთი ჩართულობა და კოორდინაცია, ყველა მხარის მიერ, რომელიმე რეფორმაში. ამიტომ, მგონია, რომ მალე დაინიცირდება კანონპროექტი. ხოლო, პირველი და შემდგომი მოსმენების დროს, გარკვეული საკითხები დაიხვეწება“ ,- განაცხადა რეფორმეტრის მენეჯერმა.

ცნობისთვის, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის  პროგრამის და რეფორმეტრის მხარდაჭერით ტურიზმის სექტორში რეფორმა მიმდინარეობს. მუშავდება ტურიზმის შესახებ კანონპროექტი, რომლის მიღების შემდეგაც საქართველოში სტუმარ-მასპინძლიბის მიმართულება ახლებურად დარეგულირდება.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023