ტურიზმი
26/06/2023

"უპასუხისმგებლობაა, როდესაც კომპანია 30 კაციან ჯგუფს, უცხოელი გიდის იმედად უშვებს"

ქვეყანაში უცხოელი გიდების ტურებმა, ტურისტული ნაკადების უსაფრთხოების საკითხი აქტუალური გახადა. ამის შესახებ გადაცემა „ბიზნეს პოსტთან“ სერტიფიცირებული გიდების ასოციაციის პრეზიდენტმა, ელზა ბებიამ განაცხადა.

მისი თქმით, ხშირია შემთხვევა, როდესაც როგორც გიდმა, ასევე მისმა მძღოლმა ქართული ან ინგლისური ენა საერთოდ არ იცის, რომლის საშუალებითაც საჭიროების შემთხვევაში კომუნიკაციას უსაფრთხოების ან საევაკუაციო სამსახურთან დაამყარებენ.

„კომპანიები ძალიან უპასუხისმგებლოდ იქცევიან, როდესაც 30 კაციან ჯგუფს, უცხოელი გიდისა და მძღოლის იმედად უშვებენ, რომლებიც ქართულად საერთოდ არ საუბრობენ,"- აცხადებს ბებია.

როგორც "სერტიფიცირებული გიდების ასოციაციის" პრეზიდენტი აღნიშნავს, "ტურიზმის შესახებ" ახალი კანონი სექტორის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, ამასთან, გიდების რაოდენობა საჯარო რეესტრის მეშვეობით იქნება ცნობილი, თუ რა რესურსი აქვს ქვეყანას ამ მიმართულებით და პროფესია-გიდი, აღიარებული იქნება.  

ბებიას მტკიცებით, აღნიშნული კანონი გიდებს მოტივაციას მისცემს, რომ სერტიფიკატი მიიღონ  და კვალიფიკაცია აიმაღლონ, რაც შემდგომში მათივე ანაზღაურებასა და სახელმწიფოს მხრიდან სარგებელის მოტანაში დაეხმარება.   

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023