ტურიზმი
11/02/2021

USAID-ი საქართველოს ტურიზმის აღდგენის სტრატეგიის შემუშავებაში დაეხმარება

აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID-ი საქართველოს ტურიზმის აღდგენის სტრატეგიის შემუშავებაში დაეხმარება.

ნათია თურნავამ USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის სამოქმედო გეგმის პრეზენტაციის შემდეგ თქმით, აშშ-ს მთავრობა პროგრამის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს უცხოელი ინვესტორებისთვის ეკონომიკა უფრო მიმზიდველი გახდეს.

აღსანიშნავია, რომ პროგრამა თანამშრომლობს სამინისტროში შემავალ ყველა წამყვან სააგენტოსთან, მაგრამ როგორც მინისტროი ამბობს, პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ტურიზმია.

მისი თქმით, პროგრამა ეხმარება ქართულ მხარეს პოსტ-კოვიდ-ის პერიოდში ტურიზმის აღდგენის სტრატეგიის შემუშავებაში. გარდა ამისა, მხარდაჭერას უწევს სექტორში დასაქმებულ ადამიანებს პანდემიით გამოწვეული სირთულეების დაძლევაში.

პროგრამის კიდევ ერთი პარტნიორია სააგენტო „აწარმოე საქართველოში“. კერძოდ, პროგრამა მონაწილეობს ე.წ. განთავსების კონსულტანტების პროექტში.

„ეკონომიკური ზრდის პროგრამა გვეხმარება, საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორი უცხოელი ინვესტორებისთვის უფრო მიმზიდველი გავხადოთ. განთავსების კონსულტანტების პროექტის ფარგლებში, ისინი იმუშავებენ გლობალურ კომპანიებთან, რომ სწორედ საქართველო გახდეს მათი სამომავლო ინვესტიციის განხორციელების ადგილი,“ - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, USAID - ი ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში ეხმარება სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოსაც და ხელს უწყობს საპრივატიზებო პროცესის უკეთ წარმართვაში.

რაც შეეხება სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებს, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სტარტაპერების მხარდაჭერაზე, რომლის ფარგლებშიც ქართველ ინოვატორებს აქვთ შესაძლებლობა, აშშ-ში სილიკონ ველზე თავისი პროექტები პოტენციურ ინვესტორებს წარუდგინონ.

„პროგრამა ასევე ეხმარება საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას, რომელიც განკარგავს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს. ჩვენი მიზანია, აღნიშნული აეროპორტი გადავაქციოთ დასავლეთ საქართველოს ტურისტული მიზიდულობის ცენტრად და ჰაბად, საიდანაც ტურისტები გაეცნობიან დასავლეთ საქართველოს ღირსშესანიშნაობებს და ეს ყველაფერი ამერიკის მთავრობის და ამერიკელი ხალხის დახმარებით განხორციელდება,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023