ტურიზმი
09/06/2023

უზბეკური მედიის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უზბეკეთში მაღალრეიტინგული გამოცემების ჟურნალისტებს და პოპულარულ ბლოგერებს მასპინძლობს. 

პრესტურის 9 მონაწილე თბილისს ეწვია, მედიის წარმომადგენლებმა დედაქალაქის ტურისტულად საინტერესო ადგილები დაათვალიერეს. ბლოგერები და ჟურნალისტები თელავს, წინანდალს, ყვარელს, უფლისციხეს, ქვიშხეთს,  ვარძიას, ბორჯომს, ახალციხეს ესტუმრებიან.

 ტურის განმავლობაში უზბეკური მედიის წარმომადგენლები ქვემო ქართლის ტურისტულ ადგილებს მოინახულებენ, ეწვევიან დაშბაშის კანიონს. უზბეკი ბლოგერები და ჟურნალისტები საქართველოს ტურისტული პროდუქტების, კულტურის, სამზარეულოსა და ღვინის შესახებ ბლოგებსა და სტატიებს მოამზადებენ, რომელსაც სოციალურ ქსელებსა და მაღალრეიტინგულ გამოცემებში გაავრცელებენ. პრესტურის მიზანია უზბეკეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023