ტურიზმი
06/07/2023

ვალერი ჩეხერია: სასტუმრო სერვისში მუშაობა პრესტიჟულ საქმიანობად უნდა იქცეს

„რუმსის“ აღმასრულებელი დირექტორი ვალერი ჩეხერია მიიჩნევს, რომ სასტუმრო სერვისში მუშაობა პრესტიჟულ საქმიანობად უნდა იქცეს.

როგორც ვალერი ჩეხერიამ „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განმარტა, ამისთვის მხოლოდ ხელფასების ზრდა საკმარისი არ არის.

„12 წლის წინ, როცა დავიწყეთ, გვიწევდა იმის ახსნა, რომ სასტუმროში მუშაობა საინტერესოა, რადგან დასაქმებულებს ვთავაზობთ გრძელვადიან კონტრაქტებს, დაზღვევას და სხვა ბენეფიტებს. სერვისში მუშაობა პოპულარული უნდა იყოს და იმედი გვაქვს, რომ ამას მივაღწევთ. ხელფასების ზრდის გარდა, დასაქმებულისთვის მნიშვნელოვანია გრაფიკის მორგება, განათლებისა და პროფესიული ზრდის შეთავაზება,“-აღნიშნა ვალერი ჩეხერიამ.

მისივე განმარტებით, „რუმსის“ სასტუმროებში კარიერული წინსვლის არაერთი მაგალითია, რაც ნებისმიერი ადამიანისთვის სტიმული შეიძლება იყოს.

„ყველას უნდა ქონდეს იმის განცდა, რომ როცა დღეს იწყებს ყველაზე დაბალი პოზიციით, ხვალ ექნება იმის გარანტირებული შანსი, რომ რომელიღაც ჩვენს სასტუმროში შესაძლოა, გენერალური დირექტორის პოზიციამდე დაწინაურდეს. ამისი უამრავი მაგალითია ჩვენს თანამშრომლებში.“-აღნიშნა ვალერი ჩეხერიამ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023