ტურიზმი
12/09/2023

ვალერი ჩეხერია: სექტემბრიდან საკონფერენციო სივრცეების დატვირთულობა გაზრდილია

„რუმსის“აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით, სექტემბრიდან საკონფერენციო სივრცეების დატვირთულობა გაზრდილია.
 
როგორც ვალერი ჩეხერიამ „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განმარტა, MICE ტურიზმის მომხმარებელთა ყველაზე დიდი რაოდენობა თბილისში ჩამოდის.
 
„ეს ჩვენი ერთერთი ახალი მიამრთულებაა, ბიზნეს ტურისტების ყველაზე დიდი რაოდენობა, 65% თბილისშია კონცენტრირებული. საკონფერენციო სივრცეების დატვირთულობა ზაფხულში ყოველთვის უფრო დაბალია, რასაკვირველია, ამ პერიოდში არ მოგზაურობენ. თუმცა სექტემბერი, რაც დაიწყო დატვირთულები ვართ.  "ივენთების" მიმართულება ჩვენი ბრენდის ერთერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი იქნება,“-აღნიშნა ვალერი ჩეხერიამ.
 
მისივე განმარტებით, ღონისძიებების დაგეგმვა და მოწყობა "რუმსის" ობიექტების გარდა, სხვა სივრცეებშიც იქნება შესაძლებელი.
 
„სასტუმრო "რუმსს“ ნებისმიერ სხვა ობიექტზე შეუძლია უკვე ღონისძიების დაგეგმვა, დაწყებული კონფერენციით, დამთავრებული დაბადებისდღით, აღჭურვილი ვართ ყველა საჭირო ინვენტარით. ყველგან, სადაც იქნება მოთხოვნა გავაკეთებთ ივენთს. ეს ერთერთი ახალი მიმართულებაა აქვს "რუმსის" ბრენდს. ასე ძლიერად ამ კუთხით აქამდე არ ვიყავით წარმოდგენილები,“-აღნიშნა ვალერი ჩეხერიამ.
 
შეგახსენებთ, „რუმს ჰოტელი“ "აჭარა ჯგუფის" ჰოლდინგში შემავალი კომპანიაა, როლის ძირითადი საქმიანობა ქართული ბრენდის Rooms-ის სასტუმროების მართვა და სხვადასხვა მიმართულებით მათი განვითარება წარმოადგენს.
 
 
Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023