ტურიზმი
15/02/2021

ვატო ასათაშვილი: მწვანე სტატუსზე საუბარი ჯერ ნაადრევია

„ჰელისკი ჯორჯიას“ დამფუძნებელის ვატო ასათაშვილის თქმით, მწვანე სტატუსზე საუბარი ჯერ ნაადრევია, რადგან მასიური ვაქცინაცია არ დაწყებულა.

„დღეის მდგომარეობით და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ვაქცინაცია ჯერ არ დაწყებულა, მწვანე სტატუსს უახლოესი 3–6 თვის განმავლობაში სავარაუდოდ ვერ მივიღებთ, რაიმე სახის მასშტაბურ ტურიზმის ძვრებზე საუბარი ზედმეტია. ჩემი აზრით, გასული წლის ზაფხულისა და ზამთრის სეზონის ანალოგიურად, მომდევნო ზაფხულის სეზონიც ჩავარდება. ჯერ პოზიტიური მოლოდინების წინაპირობა არ გვაქვს.

ფრენები ოფიციალურად აღდგენილია, თუმცა რეისების განახლებას დიდი დრო დასჭირდება, რაც დამოკიდებულია იმ ტრაფიკსა და მოთხოვნაზე, რაც საერთაშორისო ბაზრებიდან შეიძლება წამოვიდეს, რადგან საქართველოდან გადინება არც თუ ისე მაღალია. ასეთი დინამიკით ალბათ აგვისტოსკენ ვიზიტორების მცირე ნაკადს მივიღებთ. იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში იქნება ძვრები და რადიკალური გადაწყვეტილებები, შეიძლება სიტუაცია შეიცვალოს,“ – აღნიშნავს ვატო ასათაშვილი.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კითხვის საპასუხოდ, რა შემთხვევაში დაიბრუნებს საქართველო მწვანე ქვეყნის სტატუსს, განაცხადა, რომ „ყველა მაჩვენებლით ჩვენი ეპიდსიტუაცია სტაბილიზირდება, მაგრამ სექტემბრამდე არსებულ მაჩვენებელამდე, სანამ მწვანე ქვეყნის სტატუსს ვატარებდით, მიღწეული არ გვაქვს.

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023