ტურიზმი
30/11/2020

“ვფიქრობთ კოვიდ სასტუმროდ გადავკეთდეთ, სულ დაკეტვას ასე გვირჩევნია“ – "მგზავრები“

“ვფიქრობთ კოვიდ სასტუმროდ გადავკეთდეთ, სულ დაკეტვას ასე გვირჩევნია“, - ასეთია სასტუმროების ქსელ „მგზავრების“ გეგმა, რომელსაც დახურული ზამთრის სეზონის გამო განიხილავს.

კომპანიის დირექტორის მოადგილე მოადგილე მადლენა მანუსაჩიანი აცხადებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მათ, ისევე როგორც კურორტზე არსებულ  სხვა სასტუმროებს, ძალიან დიდი პრობლემები შეექმნებათ.

„იმედია მოვახერხებთ, რომ როგორც  კოვიდ სასტუმრო ისე გავაგრძელოთ მუშაობა, თუ არადა დავიხურებით. კურორტზე ძალიან ბევრ სასტუმროს ბანკიდან სესხი აქვს გამოტანილი, სეზონს ელოდებოდნენ, ნომრები დაამატეს. ამჟამად სიტუაცია გაურკვეველია, რადგან არ იყო იმის მოლოდინი, რომ შეზღუდვები სასტუმროებზეც გავრცელდებოდა“, - აცხადებს მანუსაჩიანი.

მისი ინფორმაციით, ზამთრის კურორტებისთვის და იქ მდებარე სასტუმროებისთვის ყველაზე აქტიური  პერიოდი, ანუ მთელი იანვარი ჩაიკეტა. “თუ სასტუმრო ადგილობრივ ბაზარზეა ორიენტირებული, მისთვის სწორედ ეს პერიოდია მაქსიმალურად დატვირთული. თებერვალი-მარტი ისეთი აქტივობით არ გამოირჩევა“, -აცხადებს მანუსაჩიანი.

შეგახსენებთ, 28 ნოემბრიდან ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების გარდა, ზამთრის კურორტებზე დამატებითი რეგულაციები   ამოქმედდა. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით, ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.

ამასთან, სათხილამურო კურორტებზე სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად.

მანამდე კი, სასტუმრო „მგზავრები“ წელს ბაკურიანსა და გუდაურში დამსვენებლების მიღებას თითქმის განახევრებული ფასებით გეგმავდა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023