ტურიზმი
26/03/2021

WeHost: ბინების გაქირავება ეტაპობრივად ძველ ნიშნულს უბრუნდება

ფრენების აღდგენის პარალელურად ბინების დღიურად გაქირავებაზე მოთხოვნა ეტაპობრივად ძველ ნიშნულს უბრუნდება.

კომპანია WeHost-ის ინფორმაციით, მარტში საიტის დატვირთულობამ 75%-იან ნიშნულს მიაღწია.

„ჩვენი კომპანია ადაპტირდა პანდემიურ პროცესებთან და შევძელით ახალ მოდელზე გადაწყობა, მოვერგეთ მოთხოვნებს და შიდა ტურიზმს, რამაც გარკვეული აქტივობა შეგვინარჩუნა. ახლა ეტაპობრივად ძველ რეჟიმს ვუბრუნდებით. წინა წლის გათვალისწინებით მარტში ყველაზე საუკეთესო შედეგი ვაჩვენეთ. დატვირთულობის მხრივ 75%-ზე ავედით, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. 70% ამ ჯავშნების უახლოეს პერიოდზე მოდის. წინასწარ ჯავშნების გაკეთება ჯერ-ჯერობით არ ხდება. ამ დროისთვის ძირითადად მოთხოვნა მაინც თბილისზე მოდის, თუმცა ნელ-ნელა აქტივობა იზრდება რეგიონების მიმართულებითაც. ძირითადად ჯავშნები რუსეთიდან და უკრაინიდან გვაქვს,“ - ამბობს WeHost-ის თანადამფუძნებელი ნიკა ანჯაფარიძე.

ჯავშნების ზრდის პარალელურად პრობლემად რჩება კვლავაც ბინის გაქირავების ფასები.

„პანდემიის დროს თბილისში ბინების ფასები 18-19 დოლარი იყო, ახლა მაჩვენებელი გაიზარდა 26 დოლარამდე, თუმცა ეს მაინც მინიმალური ფასია. პანდემიამდე ფასები 2-ჯერ მეტი იყო. მოთხოვნა იყო პანდემიამდე ყველანაირ ბინაზე სტუდიოთი დაწყებული სამ საძინებლიანით დამთავრებული. ახლა კი როდესაც მოთხოვნა მცირეა და ფასებიც შემცირებული მომხმარებლები უპირატესობას უფრო კომფორტულ ბინის ქირაობას ანიჭებენ, თუმცა საშუალოზე დაბალ ფასად. ეს რაც შეეხება თბილისს. ზამთრის კურორტებზე კი ძალიან ცუდი მდგომარეობაა. ძალიან გვიან გაიხსნა სეზონი და ხარჯების ამოღებას სავარაუდოდ ვერ შევძლებთ. ბაკურიანში უცხოელებისგან არც ერთი ჯავშანი არ ყოფილა, გუდაურშიც თითზე ჩამოსათვლელი იყო უცხოელი ვიზიტორები,“ - განმარტავს ნიკა ანჯაფარიძე.

WeHost-ი Airbnb-ის მენეჯმენტ კომპანიაა საქართველოში, რომელიც მეპატრონეებს Airbnb მენეჯმენტში, ანუ ტურისტებზე ბინის დღიურად გაქირავებაში ეხმარება. WeHost-ის სერვისი გულისხმობს ბინის მართვას, სტუმრების მისაღებად მომზადებას, დალაგებას, სტუმრებთან კომუნიკაციას, ფასების ყოველდღიურ ოპტიმიზაციას.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023