ტურიზმი
14/04/2021

Wizz Air-ი საქართველოს ბაზარზე ფრენებს აახლებს

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და ავიაკომპანია Wizz Air-ს შორის გაფართოებულ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების განახლებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. შედეგად, 18 აპრილს Wizz Air ვარშავისა და ვილნიუსის მიმართულებით ქუთაისიდან რეგულარული რეისების განახლებას დაიწყებს. თავდაპირველად რეისები კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება, ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით კი სამომავლოდ სიხშირეების ზრდა იგეგმება.

 მაისიდან კი ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ქუთაისიდან რეგულარული ფრენების განახლებას რიგისა და დორტმუნდის მიმართულებით დაიწყებს.  ხოლო, ივნისიდან, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ეტაპობრივად განახლდება პირდაპირი ფრენები ევროპის კიდევ 13 მიმართულებით.

"გვახარებს ის ფაქტი, რომ რამდენიმე დღეში ქუთაისის  გაფართოებულ აეროპორტში რეგულარულ ფრენებს Wizz Air განაახლებს. ცოტა ხნის წინ დაგვიდასტურა ჩვენმა ძირითადმა პარტნიორმა ავიაკომპანიამ მზადყოფნა საქართველოს მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენების განახლების შესახებ. ჩვენის მხრივ, მგზავრებს ვპირდებით, რომ დახვდებათ ოთხჯერ უფრო გაფართოებული აეროპორტი, ახალი სერვისებითა და სიახლეებით, რომელიც ოპერირების განახლების პარალელურად აეროპორტში ეტაპობრივად დაინერგება”,- განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023