ტურიზმი
13/04/2023

ზაზა თამარაშვილი: ახალციხის ციხე მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ განახლებას საჭიროებს

რაბათის, იგივე ახალციხის ციხე მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ განახლებას საჭიროებს. ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“  ახალციხის ციხის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ზაზა თამარაშვილმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ციხე-კომპლექსი 10ჰა (ჰექტარი) ტერიტორიაზეა განთავსებული, რომლის რეაბილიტაციაც ეტაპობრივად, ყოველწლიურად ხდება, თუმცა, კომპლექსის არსებობიდან (11 წელი) დღემდე ახალციხის კომპლექსის მასშტაბური განახლება არ მომხდარა. 

„ზოგადად, ძალიან დიდი კომპლექსია, ყველაფერი განახლებას მოითხოვს, მათ შორის, აღნიშნული ინფრასტრუქტურა.  გააჩნია ფინანსები რის საშუალებას მოგვცემს, იმის მიხედვით ვიმოქმედებთ,“ -აღნიშნავს თამარაშვილი.

რა თანხაა საჭირო იმისთვის, რომ ახალციხის ციხის სრული, მასშტაბური რეაბილიტაცია განხორციელდეს, ამაზე თამარაშვილი ვერ საუბრობს და აცხადებს, რომ ამ დროისთვის კალკულაციის პროცესს ახალციხის მუნიციპალიტეტი ახორციელებს. 

შეგახსენებთ,  ახალციხის ციხე მდებარეობს ქალაქ ახალციხეში,2022 წელს "ახალციხის ციხემ" 91240 ვიზიტორს უმასპინძლა. აქედან 50 224 საქართველოს მოქალაქე იყო, ხოლო 41 016 - უცხოელი ვიზიტორი. 

კომპლექსის საერთო შემოსავალმა 2022 წელს 1 მლნ ლარს გადააჭარბა.

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023