ტურიზმი
21/09/2020

ზურაბ პოლოლიკაშვილი: საქართველომ შეძლო, მაღალი დონის შეხვედრის წარმატებით ორგანიზება

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა საქართველოს ხელისუფლებას ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 112-ე შეხვედრის მაღალ დონეზე ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო მისაბაძია სხვა ქვეყნებისთვის, რადგან უსაფრთხოდ ასეთი მაღალი დონის ღონისძიების მასპინძლობა შეძლო.

სოციალურ ქსელში პოლოლიკაშვილი აღნიშნავს აღმასრულებელი საბჭოს საორგანიზაციო ჯგუფის კარგ მუშაობას, რომელმაც შესაძლებელი გახადა მაღალი დონის პირველი პირისპირ შეხვედრის ორგანიზება.

“დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ხელისუფლებას, ყველას, ვინც 24 საათის განმავლობაში მუშაობდა, რათა აღმასრულებელი საბჭოს 112-ე შეხვედრა ძალიან წარმატებულად გამართულიყო,“ - აღნიშნა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა.

15 -17 სექტემბერს საქართველომ კოვიდ-19 - ის პანდემიის შემდეგ მსოფლიოში პირველ და უპრეცედენტოდ მაღალი რანგის წარმომადგენლობით ღონისძიებას - გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომას უმასპინძლა. მას ესპანეთის, საბერძნეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, მაროკოსა და საუდის არაბეთის და სხვა ქვეყნების მაღალი რანგის სტუმრები დაესწრნენ. სხდომა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გაიდლაინებისა და უსაფრთხოების სრული დაცვით ჩატარდა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023