ბიზნესი
23/09/2022

"ამ ეტაპზე ჩვენი პრიორიტეტი საქართველოში განვითარებაა" - აჭარა ჯგუფის გეგმები

ამ ეტაპზე ჩვენი პრიორიტეტი საქართველოში განვითარებაა - ამის შესახებ "აჭარა ჯგუფის" აღმასრულებელმა დირექტორმა ოთო ბერიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დიდი პროექტების განხორიცელება იგეგმება და დიდი პასუხისმგებლობა აქვთ აღებული პარტნიორების წინაშე, თუმცა საერთაშორისო განვითარება "აჭარა ჯგუფისთვის" ერთ-ერთ მთავარ სამომავლო გეგმად რჩება. ამასთან, უცნობია როდის განახლდება ნიუ-იორკში Rooms-ის სასტუმროს გახსნის პროექტი.

"ჩვენი ძირითადი საქმიანობა წლების განმავლობაში იყო რესტორების, ბარების, სასტუმროების განვითარება, თუმცა ეს იყო ერთგვარი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ტურიზმის აქტიურ ზრდასთან ერთად სასტუმროების შექმნით ასევე შეგვექმნა დამატებითი სივრცეები ადგილობრივი მოსახლეობისთვის და კრეატიული ინდუსტრიებისთვის. შესაბამისად, ამ წლების მანძილზე განვახორციელეთ რამდენიმე ინვესტიცია ისტორიულ შენობებში, მათ შორის არის რადიო ქალაქი, ყოფილი თბოელექტრო ცენტრალი, სახანძრო რუსთავში და საგრენაჟო ქარხანა უთაისში, ყველა ამ შენობის ძირითადი ფუნქცია და ბიზნესმოდელი შედგება იმისგან, რომ შევქმნით საერთო სამუშაო სივრცეებს, ინოვაციების ცენტრებს და საფესტივალო სივრცეებს, რომელზეც ჩვენი ახალი კომპანია D BLOCK-ი იმუშავებს. 

ვაგრძელებთ სასტუმროების და რესტორნების განვითარებას, 2023 წელს ბათუმში გავხსნით ახალ სასტუმრო ROOMS-ს, რისთვისაც აქტიურად ვემზადებით. შემდეგი იქნება ახალი ROOMS-ი აბასთუმანში, სადაც გვყავს ფინანსური პარტნიორი ამერიკის საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპოპრაცია (DFC), რომელთანაც პროექტის განვითარებაზე უკვე აქტიურად ვმუშაობთ. ამასთან ციხისძირში, შუქურას ტერიტორიაზე ვაპირებთ ახალი 60-70 ნომრიანი სასტუმროს განვითარებას, რომლის კონცეფციით ახალი მიზნობრივი სეგმენტის მოზიდვას ვგეგმავთ, სხვა დეტალები ამ ეტაპზე შემუშავების პროცესშია. ყველა ჩვენი პროექტის საინვესტიციო მოცულობა $40 მლნ-ს სცდება და მომდევნო ორი წლის განმავლობაში დაახლოებით 1000-მდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება," - ამბობს ოთო ბერიშვილი.    

ცნობისთვის, "აჭარა ჯგუფი" ნიუ-იორკში Rooms-ის სასტუმროს გახსნას გეგმავდა და პროექტის გეგმები პანდემიამ შეაფერხა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამ ეტაპზე პრიორიტეტი საქართველოა და აღნიშნული პროექტის განახლების დრო უცნობია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023