ბიზნესი
30/01/2021

"ჯეო ფერო მეტალის" პროდუქციის თვითღირებულება $350-ით გაძვირდა

„ჯეო ფერო მეტალის“ პროდუქციის თვითღირებულება $350-ით გაძვირდა, - ძირითადი მიზეზი ელექტროენერგიის ტარიფის თითქმის 90%-იანი მატებაა. როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანიის დირექტორი, გიორგი ნოზაძე აცხადებს, ახლა წარმოება თავის გადარჩენას ცდილობს.

„ჩვენთვის დენის ტარიფი დაახლოებით 92%-ით გაძვირდა. ჩვენი საწარმოს მუშაობა ძირითადად ელექტროენერგიაზეა დამოკიდებული. ტარიფის ზრდამ სრულიად სხვანაირი გამოწვევების წინაშე დაგვაყენა. 100%-ით ექსპორტზე ვართ დამოკიდებული. შესაბამისად, ფასებს ჩვენი პირადი სურვილით ვერ ვაკონტროლებთ. მსოფლიო ბაზარზე რაც არის ფასი, იმას მივყვებით. იმის მიხედვით ვყიდით პროდუქციას, ჩვენი პროდუქციის თვითღირებულება კი დაახლოებით $350-ით გაიზარდა. ძირითადი მიზეზი სწორედ ელექტროენერგიის ტარიფის ზრდაა.

ძნელია მომატებული ფასის გამო საწარმომ თავი შეინარჩუნოს და წარმოება ჩვეულ რეჟიმში გააგრძელოს. იმისთვის, რომ ჩვენი კომპანია გადარჩეს, ან მსოფლიო ბაზარზე პროდუქციის ღირებულებამ უნდა მოიმატოს, ან იაფი ელექტროენერგია უნდა გვქონდეს. იაფი ელექტროენერგიის გზებს ჩვენც ვიკვლევთ, რა გზით სჯობს, რომ წავიდეთ. ერთადერთი მოკლევადიანი გამოსავალი, ალბათ, დროებით, მთავრობის მხრიდან ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირებაა. მერე ან ბაზარი დარეგულირდება, ან ელექტროენერგია იქნება იაფი. ასე თუ ისე, იქნებ საწარმო გადარჩეს. ჩვენ დაახლოებით 300 000-308 000 ლარამდე ვიხდიდით, გაძვირების შემდეგ კი 550 000-560 000 ლარის გადახდა მოგვიწევს, ანუ, დაახლოებით 255 000 ლარით მეტის. ეს ჩვენი კომპანიისთვის ძალიან დიდი თანხაა“,- აღნიშნა ნოზაძემ.

შეგახსენებთ, რომ ფეროშენადნობი პროდუქციის მწარმობელთა ასოციაციამ ეკონომიკის მინისტრს წერილით მიმართა. მცირე და საშუალო საწარმოები ელექტროენერგიის ტარიფის 90%-ით გაძვირებაზე და ამის გამო წარმოების შეჩერების საფრთხეებზე საუბრობენ.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023