ენერგეტიკა
27/09/2021

ლაშა ხუციშვილი: იმედია, 1 თვიანი პერიოდი ENKA-სთან შეთანხმების მისაღწევად საკმარისი იქნება

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი იმედს გამოთქვამს, რომ 1 თვიანი პერიოდი, რომელიც  ENKA-ს ხელშეკრულების შესაწყვეტად აქვს გაცხადებული, საკმარისი იქნება კომპანიასთან გარკვეული შეთანხმების მისაღწევად. 

"სურვილია, შეთანხმება გულისხმობდეს იმას, რომ კომპანიამ გააგრძელოს პროექტი და ის განსაზღვრულ ვადებში დასრულდეს. რა თქმა უნდა პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია და შესაბამისად, საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ პროექტის განხორციელების პროცესი არ შეფერხდეს",- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. 

შეგახსენებთ, რომ “ნამახვანჰესის“ ინვესტორი კომპანია ENKA Renewables-ი საქართველოს მთავრობასთან დადებულ ხელშეკრულებას წყვეტს, შედეგად, ის $800 მილიონიან ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე უარს ამბობს. ეკონომიკის სამინისტრომ მოგვიანებით გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ მომდევნო ერთი თვის განმავლობაში სამინისტრო განაგრძობს კომუნიკაციას ინვესტორ კომპანიასთან, რათა გამოინახოს სწორი და სახელმწიფოებრივად გამართლებული გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნის საინვესტიციო გარემოს არ დააზიანებს და ამავე დროს, პროექტთან დაკავშირებულ ყველა კითხვას საბოლოოდ მოხსნის.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023