ენერგეტიკა
18/07/2023

"მომხმარებლებისთვის, ძველი მრიცხველების ჭკვიანი მრიცხველებით ჩანაცვლება უფასო იქნება"

"მომხმარებლებისთვის, ძველი მრიცხველების ჭკვიანი მრიცხველებით ჩანაცვლება უფასო იქნება და მათ თანხის დამატება ან გადახდა არ მოუწევთ,“ - ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესი რუსთავის 2-ს“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის (სემეკი) თავმჯდომარე, დავით ნარმანიამ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, 2021 წლის 1 ოქტომბრიდან აშენებულ და ექსპლუატაციაში შესულ ყველა კორპუსზე, ელექტროენერგიის მხოლოდ ჭკვიანი მრიცხველი განთავსდება.

ჭკვიანი მრიცხველი კი მომხმარებელს საშუალებას მისცემს საკუთარ მრიცხველზე ნებისმიერ დროს მონიტორინგი აწარმოოს.

„რაც შეეხება კიდევ უფრო ადრე აშენებულ საცხოვრებელ კორპუსებსა თუ საცხოვრებელ სახლებს, ამ შემთხვევაში მრიცხველების ეტაპობრივი ჩანაცვლება მოხდება. ხოლო მიკროსიმძლავრის სადგურების შემთხვევაში, იქ აუცილებლად ჭკვიანი მრიცხველები უნდა დადგეს.“-აცხადებს ნარმანია.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის თქმით, მარეგულირებელი ახალ პლატფორმებს ავითარებს და ახალ მიდგომებს მუდმივად ნერგავს.

ცნობისთვის, ენერგეტიკის სექტორში დიჯიტალიზაციის პროცესი უკვე რამდენიმე წელია დაიწყო. სერვისების მისაწვდომობასა და სტანდარტიზაციასთან ერთად, დიჯიტალიზაცია მოიცავს მთლიანი სექტორის გაციფრულებასა და კიბერუსაფრთხოების გაძლიერებას, რაც ენერგოუსაფრთხოების გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023