ენერგეტიკა
14/09/2020

მურმან მარგველაშვილი: "თელასის" გასხვისება კითხვის ნიშნებს აჩენს

„თელასის“ წილის გასხვისება ენერგეტიკის დარგში მომუშავე ექსპერტებისთვის კითხვის ნიშნებს აჩენს. ანალიტიკური ცენტრის „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ დამფუძნებელი, ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი განმარტავს, რომ პროცესში მეტი გამჭვირვალობა იყო საჭირო.

„ის, რომ სახელმწიფო არ არის აქციების მფლობელი, ალბათ, საგანგაშო არ არის. „ენერგო პრო ჯორჯიაში“ სახელმწიფოს არ აქვს აქციები, მთავარია რეგულირება და წესები იყოს გამჭვირვალე და უბიძგებდეს კომპანიებს კონკურენციისკენ და რეგულირება იყოს სწორი და სამართლიანი. თავისთავად ის, რომ როგორ გასხვისდა წილი, ასევე ის, რომ მხოლოდ ერთი კანდიდატი იყო, მანამდე კი კანონმდებლობის გარკვეული ცვლილებები იყო, აქ უფრო დეტალური ინფორმაციის გაგებაა საჭირო.

ფასი უნდა დგინდებოდეს კონკურენტულ ბაზარზე და ვინაიდან ეს არ ყოფილა, სწორედ ეს არის კითხვის ნიშნის გამჩენი, თუ რამდენად სამართლიანი იყო ფასი. მთავარი ის არის, რომ არაკონკურენტული გაყიდვა მოხდა“,- აღნიშნა მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საპარტნიორო ფონდის საკუთრებაში არსებული სს „თელასის“ 24.5%-იანი წილი საჯარო აუქციონზე "ბესტ ენერჯი გრუპმა" იყიდა. "თელასის" აქციების წილი აუქციონზე ერთადერთმა მსურველმა კომპანიამ 32 380 383 ლარად იყიდა. 

აღსანიშნავია, რომ როგორც მარეგულირებელ კომისიაშ განმარატვენ, „თელასის“ წილის გასხვისებასთან დაკავშირებულ შეთანხმებას სემეკში რთული პროცედურების გავლა არ მოუწევს. მიზეზად სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია იმას ასახელებს, რომ წილის შემძენი კომპანია საქართველოშია რეგისტრრებული, მისი მფლობელი კი საქართველოს მოქალაქე, ხვიჩა მაქაცარიაა. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023