ფინანსები
26/06/2023

იწვევს თუ არა ლარის ემისია ინფლაციას

იწვევს თუ არა ლარის ემისია ინფლაციას ?, -  გირჩის "მარადიულ" კითხვაზე საპასუხოდ, სებ-ის მპკ-ის წევრმა (2010 წლის მაისიდან), რომელიც საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატის სტატუსით წარდგა, განმარტა, რომ ქვაყანაში არსებული მონეტარული  პოლიტიკის (მპ) რეჟიმი განაკვეთის განსაზღვრას გულისხმობს და არა ფულის მასისას, - " ფული მასას აღარავინ აკვირდება, დაახლოებით 40 წელია". 

მისივე თქმით, ფულის ელასტიური მიწოდებისას ის ინფლაციური არ არის, - "ფულის ემისია არის ინფლაციური თუ ფულის მიწოდება აღემატება ფულის მოთხოვნას, კონკრეტულ ფასებსა და საპროცენტო განაკვეთებზე. აი მაშინ ქმნის მიწოდება ინფლაციას".

გიორგი ბაქრაძემ გლობალური ეკონომიკურ მიდგომები და გამოცდილებები მოიშველია. აღნიშნა, რომ მონეტარულ აგრეგატებს შორის პოლიტიკის ორეინტირის შერჩევა რთულია. ფასების დონეს და ინფლაციას შორის კორელაციის ნიშნით. ამასთან ფულის მასის და ფასების დონის კორელაცია არაფერს ნიშნავს.

მისი თქმით, საყურადღებოა არასტაციონარული ცვლადები, რომლებიც მუდმივად კორელაციაში იქნება ერთმანეთთან. გრაფიკული სურათიც მუდმივად შეიცვლება. "გრაფიკების დახატვით ყოველთვის რაღაცას დავინახავთ, რაც არასწორი იქნება", - ბაქრაძემ ისიც აღნიშნა, რომ  აგრეგატებს შორის საორიენტაციო ერთ-ერთი, ვერც ფედრეზერვმა და ევროპის ცენტრალურმა ბანკმა შეარჩიეს.

1.06.2023-ის მდგომარეობით, M3 36,6 მლრდ ლარია. მაისში 600 მილიონიანი ზრდაა. M2 შეადგენს 20.8 მლრდ ლარს , M1 კი 14 მლრდ ლარია. მიმოქცევაში ლარის მასა 5 მილიარდს აღემატება.

 

 

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023