საზოგადოება
09/11/2021

ლადო კახაძე: რეგულაციის გარეშე აცრა ეფექტიანი არ იქნება

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლადო კახაძე საზოგადოებას კოვიდვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. 

"გთხოვთ აიცრათ. მსოფლიოში უკვე დაახლოებით 7 მილიარი აცრა ჩატარდა. ვინც ვაქცინაციას ეწინააღმდეგება, არ მინდა მათი გაკიცხვა, ამ შემთხვევაში არ ვიქნები მათ მიმართ ისეთი მკაცრი, როგორც ძირითადად ვარ ხოლმე, მივუტევებ, არსებობდნენ, მაგრამ ხელს ნუ უშლიან ადამიანებს სიცოცხლის შენარჩუნების კუთხით.

თუ დაგვეწია რაიმე ანტივირუსული მკურნალობა და ეს ჩემთვის ძალიან დიდი აღმოჩენა იქნება. ნახევარი საუკუნეა მედიცინაში ვარ და მედიცინა იბრძვის, როგორმე ანტივირუსული  მკურნალობა გაჩნდეს. ჯერ პირდაპირი დანიშნულების მედიკამენტი არ არსებობს, მაგრამ ახლა გაჩნდა რაღაც იმედი, ამერიკელებმა ფრანგებმა, გერმანელებმა ამის შესახებ ინიციატივები გამოავლინეს", - აღნიშნა ლადო კახაძემ. 

დეპუტატის თქმით, რეგულაციის გარეშე არცერთი აცრა ეფექტიანი არ იქნება. 

"ესენი ცალ-ცალკე არ დადიან, პარალელური ხაზები არ არიან. ესენი ერთმანეთს აკოწიწებენ, ერთმანეთს ქმნიან, თითოეულ თქვენთაგანს გინარჩუნებენ სასტარტო პირობებს, რომ წარმატებულად გაიაროთ პოსტკოვიდური პერიოდი და გაშალოთ ფრთები - ეკონომიკა იქნება, პირადი საქმე, მეცნიერება, ხელოვნება, თუ სპორტი და ა.შ", - განაცხადა ლადო კახაძემ. 

ინფორმაციისთვის, ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების მიუხედავად ვაქცინაციის დაბალი ტემპია. 8 ნოემბერს საკოორდინაციო საბჭომ "მწვანე ბარათის" ამოქმედების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც 1-ელ დეკემბერს შევა ძალაში. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023