საზოგადოება
08/06/2022

ნიკოლოზ სამხარაძე: GWP-ში დიდი ინვესტიცია ჩაიდო და ალბათ წყალმომარაგების პრობლემა გამოსწორდება 

"ქართული ოცნების" წევრის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, წინა წელს კომპანია GWP-ში თითქმის 200 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. დეპუტატი იმედოვნებს, რომ დედაქალაქში წყალმომარაგების კუთხით პრობლემა უახლოეს პერიოდში მოგვარდება. 

"წინა წელს კომპანია GWP ესპანურმა კომპანია "აკვალია"-მ იყიდა და თითქმის 200 მლნ დოლარი გადაიხადა. დასავლური ევროპული მსხვილი კომპანიები 200 მლნ დოლარს არ იხდიან ისეთ კომპანიებში, რომელსაც არანაირი პერსპექტივა არ აქვს. თუმცა, გუშინ მოხდა სტიქია და ჩვენ ყველა ამის მომსწრე ვიყავით. სამწუხაროა, რომ თვითონ კომპანიას იმის გამო, რომ დიდი ხნის განმავლობაში არ იცვლებოდა ქსელები, პრობლემები აქვს. თუმცა ახალი ინვესტორი შემოვიდა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინვესტიცია, რომელიც ბოლო წლებში განხორციელდა საქართველოში და შესაბამისად, უახლოეს მომავალში, ალბათ ეს პრობლემები გამოსწორდება", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე.

სესიაზე კომპანია GWP ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ალეკო ელისაშვილმა და ალექსანდრე რაქვიაშვილმა გააკრიტიკეს.  

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023