საზოგადოება
12/11/2021

პაატა კვიჟინაძე: "მწვანე ბარათის" ასეთი ფორმა საკმარისი არ არის

დეპუტატი პაატა კვიჟინაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში არსებული პანდემიური სიტუაცია როგორც ადამიანების ჯანმრთელობას, ისე ეკონომიკის განვითარებას უქმნის საფრთხეს. 

პაატა კვიჟინაძე საქართველოში 1-ელი დეკემბრიდან "მწვანე ბარათების" შემოღებას მიესალმება, თუმცა აქვე დასძენს, რომ ასეთი ფორმა საკმარისი არ არის და უფრო მკაცრი მიდგომებია საჭირო. 

"პანდემია ყველაზე დიდი პრობლემაა - ეკონომიკის განვითარებისთვის, რა თქმა უნდა ხალხის ჯანმრთელობისთვის, უამრავი თანხა მიაქვს კიდევ თან. 

მივესალმები "მწვანე ბარათების" შემოღებას, თუმცა ჩემი აზრით ეს საკმარისი არ არის, ის უფრო წინ უნდა წავიდეს, როგორც ევროპამ გააკეთა, სადაც უფრო მკაცრი პირობებია" ,- აღნიშნა პაატა კვიჟინაძემ. 

ინფორმაციისთვის, საქართველოში "მწვანე ბარათი" დეკემბრიდან ამოქმედდება.  ე.წ. მწვანე სტატუსი ექნება პირს, თუ ის ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს ბოლო 72 საათის განმავლობაში პისიარ ტესტი, ან ბოლო 24 საათის განმავლობაში სწრაფი ტესტი, ან გადატანი აქვს კორონავირუსი. განსაზღვრულია კონკრეტული ადგილები, სადაც მოქალაქეები "მწვანე ბარათის" გარეშე ვერ შევლენ. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023