საზოგადოება
04/11/2021

თამარ გაბუნია: "მწვანე ბარათისთვის" საჭირო PCR ტესტის ხარჯს სახელმწიფო არ დაფარავს

"მწვანე ბარათის" ამოქმედების შემდეგ სამი კომპონენტიდან ერთ-ერთი უნდა დაკმაყოფილდეს - პირი უნდა იყოს ვაქცინირებული, წარადგინოს სწრაფი ან PCR ტესტის უარყოფითი პასუხი, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში გადატანილი ჰქონდეს ინფექცია. კონკრეტულ ადგილზე მისასვლელად, სადაც "მწვანე ბარათის" გამოყენება იქნება სავალდებულო, საჭირო PCR ტესტს სახელმწიფო არ დაფარავს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო პასუხისმგებლობას იღებს მხოლოდ ვაქცინაზე. 

"მწვანე საშვის"  მთავარი არსი არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა აცრაზე. PCR ტესტი მოთხოვნაა და ასეთ მასშტაბებში ხარჯს ვერ დაფარავს. გასართობ ღონისძიებაზე, კაზინოში პირის წასვლისთვის PCR ტეტს ბუნებრივია სახელმწიფო პროგრამა არ დაფარავს", - აღნიშნა თამარ გაბუნიამ. 

ინფორმაციისთვის, საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე "მწვანე ბარათის" გამოყენების წესთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წინადადებები განიხილა. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023