სტარტაპი
30/11/2021

autoElement: აზერბაიჯანში უკვე 5000-მდე მომხმარებელი და 400-ზე მეტი მაღაზია ავითვისეთ

"პირველი არხის" "შარქ თენქ საქართველოში" გამოჩენიდან ერთი კვირის განმავლობაში აპლიკაციის მომხმარებელთა რიცხვი გაორმაგდა, – აცხადებს სტარტაპი autoElement–ის დამფუძნებელი, მურად ბართიშვილი, რომელმაც 30%–იანი წილის სანაცვლოდ, მოთხოვნილ ₾230 000-ის ინვესტიციაზე სამი შარქის დათანხმება შეძლო.

მურად ბართიშვილი "ბიზნესპარტნიორთან" ამბობს, რომ ამ ეტაპზე, autoElement საქართველოსთან ერთად, აზერბაიჯანის ბაზარზე აქტიურ მარკეტინგს აწარმოებს, სადაც 5000-მდე მომხმარებელი და 400-ზე მეტი მაღაზია აითვისეს და უკვე მიიღეს გადახდებიც, რაც ცალსახად კარგი პრეცენდენტია სტარტაპისთვის.

Shark Tank Georgia-ში წარმატება კიდევ ერთი დასტურია ჩვენი სტარტაპისთვის, რომ ნამდვილად სწორი იდეაა და რეალურ პრობლემას აგვარებს, რომლის წინაშეც მილიონობით ავტომფლობელი დგას. მოპოვებულ ინვესტიციას ორი მიმართულებით ავითვისებთ: დაახლოებით 30% დეველოპმენტის მიმართულებით დაიხარჯება, ხოლო დარჩენილი 70% მარკეტინგს და გაყიდვებს მოხმარდება.

ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად მარტივად და ეფექტურად გადავჭრათ ჩვენი მომხმარებლის პრობლემები და უახლოეს 3 წელიწადში მოვახდინოთ პროექტის მასშტაბირება მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში," – აღნიშნავს სტარტაპის დამფუძნებელი. 

ინფორმაციისთვის, საქართველოში აპლიკაციას თითქმის 70 ათასი ავტომფლობელი და 2000-ზე მეტი მაღაზია იყენებს. autoElement ამჟამად 6 ქვეყანაშია ხელმისაწვდომი, საქართველო, ყაზახეთი, უზბეკეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი და რუსეთი.

შეგახსენებთ, რომ autoElement–ის მობილური აპლიკაცია ავტომფლობელებსა და მაღაზიებს ერთმანეთთან აკავშირებს. შედეგად, ავტომფლობელი ზოგავს ავტონაწილების ძიების დროს, 7–8 საათიდან 5 წუთამდე. აპლიკაციაში მოთხოვნის გაგზავნით, რამდენიმე წუთში მაღაზიები კონკრეტული პროდუქტის შესახებ შეთავაზებებს უგზავნიან მომხმარებელს, ხოლო ის ირჩევს საუკეთესო ვარიანტს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023