ტურიზმი
08/01/2021

MDF: 2022 წელს აბასთუმანი სრულად განახლებული, თანამედროვე კურორტი იქნება

აბასთუმნის ურბანული განახლების მეორე ეტაპის სამუშაოები იწყება. მუნიციპალური განვითარების ფონდმა (MDF) ₾51 მლნ-იანი სატენდერო შესყიდვა უკვე გამოაცხადა.

აბასთუმნის ურბანული განახლების მეორე ეტაპის სამუშაოები მოიცავს მდინარე ოცხეს კალაპოტის, ხიდების, ცენტრალური გზისა და საუბნო გზების რეაბილიტაციას. ასევე, დაგეგმილია საფეხმავლო ბილიკების, ველო-ბილიკების, რეკრეაციული და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა.

მუნიციპალური განვითარების ფონდში ამბობენ, რომ 2022 წლის პირველ ნახევარში დაბა აბასთუმანი სრულად განახლებული, თანამედროვე კურორტი იქნება. 

აბასთუმნის თანამედროვე კურორტად ფორმირებისათვის 2020 წელს დასრულდა აბასთუმნის ცენტრალურ ქუჩაზე არსებული XIX-XX საუკუნეებში აშენებული 18 ისტორიული სახლის, ევგენი ხარაძის სახელობის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის და 1982 წელს აშენებული საბაგირო გზის რეაბილიტაცია. შემუშავდა დაბა აბასთუმნის გენგეგმა და დასრულდა დაბის წყალმომარაგების სისტემის  რეაბილიტაციის პირველი ეტაპისა და წყალარინების სისტემის სამშენებლო სამუშაოები.

ამ დროისთვის გრძელდება ბაღდათი-აბასთუმნის დამაკავშირებელი 77 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციის, წყალმომარაგებისათვის სისტემის მშენებლობის მეორე ეტაპის, არაზინდოს დასახლების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის, წყალარინების გამწმენდი ნაგებობის პროექტირება-მშენებლობის სამუშაოები.  

აბასთუმნის ურბანული განახლების ორივე ეტაპის სამუშაოები მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023